"ვესტ ჰემის" ფორვარდ ენდი კეროლზე შეირაღებული თავდასხმა განხორციელდა

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედის" თავდამსხმელ ენდი კეროლზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Sky Sports იუწყება..

წყაროს ცნობით, ინციდენტი 2 ნოემბერს, გუნდის ვარჯიშის შემდეგ მოხდა. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი მაშინვე დაადასტურა, თუმცა ფეხბურთელის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

გაირკვა, რომ დაზარალებული კეროლი ყოფილა, რომელიც ბოროტმოქმედებმა გზაჯვარედინზე გააჩერეს. უცნობები ფეხბურთელის ავტომობილის ბლოკირებას შეეცადნენ, თავად მას კი ჯერ პისტოლეტით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი დაედევნენ კიდეც, როდესაც კეროლმა უკან ბაზაზე დაბრუნება დააპირა. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.

კეროლს 18 აგვისტოს, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ასტრასთან" გამ
ართული მატჩის შემდეგ არ უთამაშია, რომელშიც ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა ვარჯიში ახლახან განაახლა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული