რომან აბრამოვიჩი იტალიელით მოხიბლულია და მზად არის, მას საკმაოდ დიდი თანხა გამოუყოს ახალი ფეხბურთელებისთვის. "კონტისიმეს" ნომერ პირველ სამიზნედ მისი ყოფილი შეგირდი, ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მცველი, 29 წლის ლეონარდო ბონუჩი რჩება.
აქვე ვთქვათ, რომ მარკო ვან გინკელი, რომელიც ამჟამად დაშავებულია, ზამთარში ალბათ, "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს, ოღონდ იჯარის წესით. "ჩელსი" ჰოლანდიელს განათხოვრებას უპირებს და არა გაყიდვას, მაგრამ ხელსაყრელი შეთავაზების
წამსვლელთა შორის იქნება ალბათ, ფრანსესკ ფაბრეგასიც.
სესკს იტალიაში ეპატიჟებიან, მაგრამ "ჩელსი" სხვა ვარიანტებსაც უყურებს, რადგან მაგალითად, ჩინეთიდან სარფიანი შემოთავაზებაა.
თუმცა ესპანელი აზიაში გადაბარგებას არ აპირებს და მას უარი უთქვამს "ვესტ ჰემში" იჯარის წესით გადასვლის პერსპექტივაზეც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"