Mirror: "მანჩესტერ სიტი" მესის კვირაში ნახევარ მილიონს სთავაზობს

AutoSharing Option
Mirror-ის სენსაციური ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზად არის, ლიონელ მესის სანაცვლოდ 200 მილიონი გირვანქა (230 მილიონი ევრო) გადაიხადოს.

ამასთან, არგენტინელს სასწაულ ხელფასს სთავაზობენ - კვირაში ნახევარ მილიონ გირვანქას!

ინგლისელები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსფერის წარმატების წინაპირობა "სიტიში" ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობაა, რომელსაც სულ მალე განუსაზღვრელ შესაძლებლობებს შესთავაზებენ იმისთვის, რომ "სიტი" პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის დომინანტი კლუბი გახდეს.

"ბარსელონას" 29 წლის მესისთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. არაოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკება ახალი წლის მერე დაიწყება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, თუმცა ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი. "მარკა" ირწმუნება, რომ
მესის ხელშეკრულების გაგრძელება არ სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არასერიოზულია ეს ყველაფერი... მესი გენიაა და არ შეიძლება მოხეტიალე ფეხბურთელი გახდეს,როგორც იბრაგიმოვიჩი...
Zaza
11:58 21-11-2016
0
ადამინებით ვაჭრობა გაეროს კონვენციებით არ არის აკრძალული?
თუ ფიფა-ს არ ეხება.21-ე საუკუნეა
თუ 17- ე.
ვეტერანი
12:26 21-11-2016
0

სიახლეები პოპულარული