საკუთარი შეხვედრები ვერ მოიგეს ვერც "არსენალმა" და ვერც "ლესტერმა"; ეგ კი არა, პირიქით, წააგეს.
"ევერტონმა" ლონდონის "არსენალი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თავიდან ანგარიშის გახსნა ლონდონელებმა მოახერხეს, ალექს სანჩესის საჯარიმოდან დარტყმული მცველს მოხვდა და რიკოშეტით კარში შევიდა. 44-ე წუთზე სიმუს კოულმანმა გაათანაბრა. 86-ე წუთზე კი ეშლი ვილიამსმა "ევერტონი" წინ გაიყვანა. 93-ე წუთზე მასპინძლებს ფილ იაგელკა გაუძევეს.
"ბორნმუთმა" ინგლისის მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი 34-ე წუთზე მარკ პიგი