უეინ რუნის ჩინური კლუბები კვირაში 700 ათას ფუნტს პირდებიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კარიერა შესაძლოა ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ Mirror იუწყება.

გამოცემის ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ, 31 წლის ინგლისელ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაფორმებას კლუბები "გუანჩჟოუ ევერგრანდი" და "ბეიცზინ გოანი" იმედოვნებენ. თუკი შეთანხმება შედგა, რუნის ხელფასი ჩინურ კლუბში სავარაუდოდ, კვირაში 700 ათასი ფუნტი იქნება.

მიმდინარე სეზონში რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ჩემპიონატსა და ევროპალიგაზე 17 მატჩი ჩატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული