პრემიერლიგა. XVIII ტური: ჰენრიხის ქუსლი და 30 ათასი ვარდი [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჩელსიმ" ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა და საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა...
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიჯრით მე-4 გამარჯვება იზეიმა, რაც ჟოზე მოურინიოსთვის პირველი შემთხვევაა 2015 წლის აპრილის შემდეგ...
* "მანჩესტერ სიტიმ" პირველად მოიგო ზედიზედ 3 მატჩი მას მერე, რაც სეზონის სტარტზე მიჯრით 6 გამარჯვება მოიპოვა...


ანტონიო კონტემ უმძლავრესი მანქანა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიმ" მთავარი მეგოლის, დიეგო კოშტას (დისკვალიფიცირებული იყო) გარეშე უმასპინძლა მეტად სახიფათო "ბორნმუთს", მაინც უპრობლემოდ აიღო დაგეგმილი 3 ქულა.

კოშტას არყოფნაში კონტემ წინა ხაზზე გაამწესა პედრო, რომელიც იტალიელი მწვრთნელის ხელში
მეორედ დაიბადა. ამჯერად, ესპანელმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლიც (პენალტით) ბრწყინვალედ მოთამაშე ედენ აზარის ანგარიშზეა.

სხვათა შორის, აზარი "ჩელსის" მეექვსე მოთამაშე გახდა, ვინც "ლურჯი" მაისურით 50 (და მეტი) გოლი გაიტანა. კონტე კი პრემიერლიგის პირველი მწვრთნელი შეიქნა, ვინც სეზონის პირველი 18 მატჩიდან 15 მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოფილი მწვრთნელის, დევიდ მოიესის "სანდერლენდი" დაამარცხა. ჰენრიხ მხითარიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ეფექტური ქუსლურით შეეწია "წითელ ეშმაკებს", მაგრამ მატჩის გმირი მაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ვის ყულაბაშიც გოლი და 2 საგოლე პასი "ჩაჩხრიალდა", მას კი ხელი პოლ პოგბამ გაუმართა. საინტერესოა, რომ ამ სეზონში ფრანგმა 3 საგოლე პასი გააკეთა და სამივეს ადრესატი ზლატანი გახლდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჟოზე მოურინიოს კომენტარი: "მეტოქე თავიდანვე მჭიდროდ გვეთამაშებოდა და კარგადაც ახერხებდა ჩვენი ფეხბურთელების შეჩერებას. ასე რომ, ქებას იმსახურებენ მოიესი და მისი შეგირდები. ამიტომ ცოტათი გაგვიგმართლა კიდეც, როცა დავწინაურდით. არ მომეწონა, როგორც პირველ ტაიმში ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ბოლო 4 მატჩში 12 ქულა ავიღეთ და ახლა ეს არის მთავარი".

* * *
ოლივიე ჟირუს მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით "არსენალმა" ორმატჩიან წარუმატებელ სერიას დაუსვა წერტილი. "ვესტ ბრომვიჩმა" არსენ ვენგერის ბიჭებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ანგარიში გაცილებით სოლიდური იქნებოდა, რომ არა ვეტერანი მეკარის, ბენ ფოსტერის "სეივები".

მიმდინარე სეზონში ჟირუ პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, რამაც ვენგერს სხვა გადაადგილებისკენაც უბიძგა - ალექსის სანჩესმა უკან დაიხია და შეტევის მარჯვენა ფლანგიდან აწუხებდა მეტოქეს.

მესუთ იოზილმა "არსენალის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა. ამ თამაშებში მისმა აქტივმა 36 საგოლე პასი დაიტია. 100 მატჩში მხოლოდ ერიკ კანტონამ შეძლო მეტი - 39.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"მანჩესტერ სიტიმ" მხოლოდ თამაშის ბოლოს გატეხა აუტსაიდერ "ჰალის" წინააღმდეგობა. ამით "ქალაქელებმა" ზედიზედ მე-3 გამარჯვებას მოუყარეს თავი და ამ საზეიმო დღეებში შესაფერის ხასიათზეც მოვიდნენ. იაია ტურეს პენალტს მალევე მოჰყვა კელეჩი იჰეანაჩოს (სულ პრემიერლიგაში 19 დარტყმიდან 12 მიზანში მოარტყა) გოლი, ბოლოს კი კერტის დევისმა საკუთარი კარიც დალაშქრა - 3:0.

ახლა პეპ გვარდიოლას ძალიან უნდა ახარებდეს თითოეული მატჩი გაშვებულის გოლის გარეშე - ეს იყო მხოლოდ მე-2 საჩემპიონატო მატჩი (ბოლო 12-დან), რომელშიც "სიტიმ" კარის "მშრალად" შენახვა შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პირველ ტაიმში ჩვენმა ფორვარდებმა დაივიწყეს, საით იყო მეტოქის კარი, მეორე ნახევარში კი თამაში გაცილებით უკეთ გამოგვივიდა... ძალიან დიდი წნეხის ქვეშ გვიწევს თამაში. დღესაც ყველა ლიდერმა მოიგო და პრემიერლიგა ახლა ისეთი ტემპით მიდის, ყველა თამაში ფინალის ტოლფასია", - თქვა გვარდიოლამ.

* * *
ჩემპიონმა "ლესტერმა" მორიგი მარცხი იწვნია, "ევერტონმა" კი 12 სექტემბრის შემდეგ პირველი საგარეო მატჩი მოიგო. ამ თამაშის წინ უნიკალური ფაქტი მოხდა - კლუბმა ჯეიმი ვარდის გამოსახულებით 30 ათასი ნიღაბი დაამზადა და მატჩის წინ "კინგ ფაუერის" ტრიბუნებზე გამოფინა.

ერთი მხრივ, ეს იყო ფორვარდის მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, პროტესტი საფეხბურთო ასოციაციის მიმართ, რომელიც ვარდის 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას უმზადებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორშაბათის სხვა მატჩებიდან დამაინტრიგებელი იყო "კრისტალ პალასში" სემ ელარდაისის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში. კრისტიან ბენტეკეს პენალტი რომ გაეტანა "უოტფორდის" კარში (ანგარიში 2:0 გახდებოდა), "დიდი სემის" დაბრუნება, ალბათ, 3-ქულიანიც იქნებოდა...

"ვესტ ჰემმა" შთამბეჭდავი გამარჯვება (4:1) მოიპოვა "სუონსისთან" საგარეო მატჩში. ეს იყო სლავენ ბილიჩის შეგირდების ზედიზედ მესამე წარმატებული მატჩი, საპირისპიროდ მეტოქისა, რომელმაც ამდენივე თამაში მიჯრით წააგო და გასავარდნ ზონაში დაეშვა, ბობ ბრედლის კი წყალი შეუდგა...

XVIII ტური
უოტფორდი-კრ. პალასი 1:1
გოლები: 0:1 კაბაი (26), 1:1 დინი (71-პენ)
უოტფორდი (3-4-2-1): გომეში - ქაბული, პრიოდლი, ბრიტოსი - იანმაატი (4. სუნიგა/85. სინკლერი), ბეჰრამი (14. დინი), გედიურა, ჰოლებასი - ამრაბატი, კაპუ - იგალო.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი, დანი, დელენი, ჯ. უარდი - ფლამინი (81. კემპბელი), კაბაი - ზაჰა, ფენჩენი, თაუნსენდი (74. მეტჩი) - კ. ბენტეკე.
გამოუყენებელი პენალტი: კ. ბენტეკე (37. კრისტალ პალასი)
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-10 (3-4); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 20 304

არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ჟირუ (88)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელ პაულისტა, კოსიელნი, გიბსი (71. მონრეალი) - კოკელენი (74. რემზი), ჯაკა - ივობი (71. პერესი), იოზილი, სანჩესი - ჟირუ.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - იაკობი, დ. ფლეტჩერი - ფილიპსი, ჩადლი (62. მაკკლინი), ბრენტი - რონდონი (80. რობსონ-კანუ).
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 26-3 (11-1); ბურთის ფლობა: 76%-24%; მაყურებელი: 59 925

ბარნლი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 ე. გრეი (80)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ფლენეგანი, მი, კინი, ს. უარდი - არფილდი (77. გუნდმუნდსონი), მერნი (75. დეფური), ჰენდრიკი, ბოიდი - ე. გრეი, ბარნსი (66. ვოუკსი).
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო - ფორშოუ, კლეიტონი, დე როონი (87. დე როონი) - სტუანი (86. ტრაორე), რამირესი, ნეგრედო.
გაფრთხილება: 6-5; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 7-8 (4-2); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 21 562

ჩელსი-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 პედრო (24), 2:0 აზარი (49-პენ), 3:0 პედრო (90)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (90. აინა), ფაბრეგასი, მატიჩი, ალონსო - ვილიანი (83. ჩალობა), აზარი (90. ბაჩუაი), პედრო.
ბორნმუთი (3-5-1-1): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, დანიელსი - ა. სმიტი, სორმენი (66. სტანისლასი), გოსლინგი, არტერი, ბ. სმიტი (77. იბე) - უილშირი - ჯ. კინგი (66. აფობე).
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-7 (5-3); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 41 384

ლესტერი-ევერტონი 0:2
გოლები: 0:1 მირალასი (51), 0:2 ლუკაკუ (90)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, ჩილუელი - დ. გრეი (65. ულოა), ე. კინგი (64. მაჰრეზი), ემეტრი, ოლბრაიტონი - სლიმანი, ოკაზაკი (46. დრინკუოტერი).
ევერტონი (3-4-2-1): რობლესი - ჰოლგეიტი, ე. უილიამსი, მორი - კოულმენი, გუეიე, ბერი (68. თ. დევისი), ბეინსი - ლენონი (88. ქლევერლი), მირალასი (76. ბარკლი) - ლუკაკუ.
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 7-8 (2-3); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 31 985

მანჩესტერ იუნ-სანდერლენდი 3:1
გოლები: 1:0 ბლინდი (39), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (82), 3:0 მხითარიანი (86), 3:1 ბორინი (90)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, ბლინდი - ერერა (84. ფელაინი), ქერიკი, პოგბა - მატა (74. მარსიალი), ლინგარდი (62. მხითარიანი), იბრაჰიმოვიჩი.
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - ლარსონი (83. ხაზრი), დენაიერი, ნდონგი (86. ლავი) - ანიჩებე, დეფო, ბორინი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 25-7 (9-4); ბურთის ფლობა: 62%-38%; მაყურებელი: 75 325

სუონსი-ვესტ ჰემი 1:4
გოლები: 0:1 აიუ (13), 0:2 რიდი (50), 0:3 ანტონიო (78), 1:3 ფერნანდო ლორენტე (89), 1:4 ე. ქეროლი (90)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - რანხელი, მუოსონი, ვან დერ ჰოორნი, კინგსლი - კორკი, ბრაიტონი, ფულტონი (46. მონტერო/70. დაიერი) - რუტლიჯი, სიგურდსონი, ბასტონი (46. ფერნანდო ლორენტე).
ვესტ ჰემი (3-4-3): რენდოლფი - კუიატე, რიდი, ოგბონა - ანტონიო (84. ფეგული), ნოუბლი, ნორდტვეიტი, კრისუელი - პაიე, აიუ (75. ფერნანდესი), ე. ქეროლი (90. ე. ფლეტჩერი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-14 (7-7); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 20 757

ჰალი-მანჩესტერ სიტი 0:3
გოლები: 0:1 ტურე (72-პენ), 0:2 იჰეანაჩო (78), 0:3 კ. დევისი (90-საკ. კარში)
ჰალი (3-5-1-1): მარშალი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი - ელმოჰამადი, ლივერმორი (74. ჰენრიკსენი), ჰადლსტოუნი (63. მეისონი), კლუკასი (78. დიომანდი), რობერტსონი - სნოდგრასი - მბოკანი.
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, ოტამენდი, სტოუნზი (14. კოლაროვი), კლიში - ფერნანდინიო, ტურე - სტერლინგი, დავიდ სილვა (87. ფერნანდო), ნოლიტო (57. იჰეანაჩო) - დე ბრუინი.
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-14 (3-6); ბურთის ფლობა: 33%-67%; მაყურებელი: 23 134

27 დეკემბერი, სამშაბათი
ლივერპული-სტოკი 21:15

28 დეკემბერი, ოთხშაბათი
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 23:45

ბომბარდირები
13 დიეგო კოშტა (ჩელსი)
12 ალექსის სანჩესი (არსენალი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ)
10 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
9 ედენ აზარი (ჩელსი)
8 კრისტიან ბენტეკე (კრ. პალასი)
ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
თეო უოლკოტი (არსენალი)
სადიო მანე (ლივერპული)
მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი)

მომდევნო ტური
30 დეკემბერი:
ჰალი-ევერტონი;

31 დეკემბერი:
ბარნლი-სანდერლენდი, ჩელსი-სტოკი, ლესტერი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნ-მიდლსბრო, საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი, სუონსი-ბორნმუთი, ლივერპული-მანჩესტერ სიტი;

1 იანვარი:
უოტფორდი-ტოტენჰემი, არსენალი-კრისტალ პალასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული