ხოსეპ გვარდიოლა: სად ჩვენ და სად "ჩელსი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ბოლოადგილოსან "ჰალს" 3:0 კი მოუგო, მაგრამ ეს ბურთები "ქალაქელებმა" ბოლო 20 წუთში გაიტანეს და ფანთა ნაწილი კლუბის თამაშის ხარისხით ისევ უკმაყოფილოა. ხოსეპ გვარდიოლა "სიტის" პერიოდულ სიმძიმეს გადატვირთულ კალენდარს აბრალებს და ხაზს უსვამს, რომ უშუალო კონკურენტებს ევროსარბიელზე არყოფნის გამო საგრძნობი უპირატესობა აქვთ:

"ჩვენ უკვე "ჩელსიზე" 7 მატჩით მეტი ჩავატარეთ. ასე რომ, ჩვენთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება. ერთხელ "ლივერპული" ჩემპიონობასთან ასე ახლოს იმიტომ მივიდა, რომ მხოლოდ ჩემპიონატზე იყო კონცენტრირებული და კვირაში მხოლოდ 1 მატჩს ატარებდა.

წინა სეზონში იგივე მოხდა
"ლესტერის" შემთხვევაში. მიმდინარე სეზონში კი "ჩელსი" და "ლივერპული" კვლავაც მარტო პრემიერლიგაზე არიან კონცენტრირებულნი. იმას კი, ვინ ვისზე ადრე ითამაშებს ტურში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ხან ისეა, ხან ასე. თანაც ამას არ აქვს უკვე არანაირი მნიშვნელობა, თუ ერთ-ერთი გუნდი ზედიზედ 12 მატჩს იგებს. თუ ჩემპიონობა გვინდა, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ" - განაცხადა პეპმა, რომლის გუნდიც ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება, მეორეზე მყოფ "ლივერპულს" კი - ერთით.

სხვათა შორის, პირველი გოლი "ჰალს" იაია ტურემ გაუტანა პენალტით. გამოსარჩევი ეს იმიტომ გახლავთ, რომ კოტდივუარელის ერთ-ერთ შვილს ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და მამას სთხოვა, გოლი მაჩუქეო. იაიამაც სურვილი შეუსრულა. იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ "ქალაქელებმა" ახალგაზრდა პაბლო მაფეო დროებით მშობლიურ ესპანეთში გაუშვეს და "ჟირონაში" გაანათხოვრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფერგიუსონის დიდი პატივისცემის მიუხედავად მას პრემიერლიგის მოგებისთვის დასჭირდა რამდენიმე წელი გვარდიოლას კი ყველა ყველაფერს პირველივე სეზონში თხოვს თან ავიწყდებათ რომ დაცვიდან კონტრშეტევებზე არ თამაშობს ისე როგორც კონტეს ჩელსი და მასიურად ბურთის დაჭერა და მუდმივად შეტევაში თამაში რთულია დრო სჭირდება გვარდიოლას და ის დაამტკიცებს რომ ძალიან ძლიერი მწვრთნელია
ggggg
15:19 30-12-2016
0
გამოცვლის ლიმიტის გაუქმებით გადატვირთული კალენდრის და არა
მარტო ეს პრობლემა მოგვარდება.
ეს წესი ყველაზე დიდი პრობლემაა
ფუტბოლში. ახალგაზრდები და ვეტერანები ერთნაირად ზარალდებიან
ამ წესის გამო. დაწექით ერთი თვე
ლამაზ ქალთან და არ მიეკაროთ, იმპოტენტი გახდებით. გამოცდილი
მოთამაშეების დეფიციტი სწორედ ამის
გამო არსებობს. მთელი დატვირთვა
ფიზ-მომზადებაზეა გადასული. მინიმუმ
200 კმ. სირბილსა და სიარულს გვაყურებიებს ფიფა გარანტირებულად.
თვითონ ვერ ხვდებიან, სხვისას არ
ისმენენ მათ შორის ჩვენი სფფ-ც.
ფუტბოლში ბევრი სულელური წესია,
რომლის გამოსწორებით ამ თამაშის
სხვა განზომილებაში შეიძლება გადაყვანა, მონოპოლისტ ფიფა-სათვის
კონკურენციის გაწევას და ამით სარგებელის ქვეყნისათვის მოტანას
ჩვენთან ჯერ არავინ ფიქრობს.


ვეტერანი
11:50 28-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული