ანდრეა პირლოს ბუცები წითელი ღვინის ფერითა და არომატით

AutoSharing Option
სპორტული ინვენტარის მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია Nike-მა ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს სახელობის ბუცების ახალი ხაზი გამოუშვა.

ამ ბუცების შექმნის იდეა ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთამაშე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის ღვინისადმი დიდი სიყვარულით იყო ნაკარნახევი. სწორედ ამიტომაც, ახლადშექმნილი საბრენდო ბუცები წითელი ღვინის ფერში არის გადაწყვეტილი და სუნითაც ღვინის სუნი ექნება.

შეგახსენებთ, რომ პირლოს საგვარეულო ვენახებსა და საკმაოდ მოზრდილ ღვინის ქარხნებს ფლობს ლომბარდიაში, რომელსაც Pratum Koller ჰქვია. პირლოს ღვინის ქარხნის ლოგოზე დატანილია ოთხი ოქროს ვარსკვლავი. დიზაინერებმა ანალოგიური ვარსკვლავები გადაიტანეს ჩვენ მიერ ხსენებულ ახლად
შექმნილ ბუცებზეც. ბუცებზე ასევე გამოსახულია რიცხვი 94, რაც ფეხბურთელის კარიერის დაწყების წელზე მიუთითებს.

იხილეთ სტატია სრულად

წყარო: allwine.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული