სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 20 ტურია გასული და უკვე თითქმის გამოიკვეთა იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებენ. "პესკარა", "პალერმო" და "კროტონე" აშკარა აუტსაიდერები არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი, ან გნებავთ,
თავის მხრივ, ვერც "ემპოლი" ბრწყინავს, მაგრამ ხსენებული სამეული იმდენად ცუდად ასპარეზობს, რომ შეუძლია თავი მშვიდად იგრძნოს. საგულისხმოა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, "ემპოლიმ" "უდინეზეს" ლევან მჭედლიძის გოლით სძლია და გასავარდნ ზონას მთელი 11 ქულით დაშორდა - იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ მჭედლიძის გოლმა ტოსკანური გუნდი ელიტაში დატოვა.
მოკლედ, გადარჩენისთვის ბრძოლის ინტრიგა ფაქტობრივად მკვდარია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე, იტალიის უმაღლეს ლიგაში 20 გუნდის აუცილებლობა არაა და უმჯობესია, რომ ეს რაოდენობა 18-მდე შემცირდეს. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ადრიანო გალიანიმ, რომელიც "ლეგა კალჩოს" მომავალ პრეზიდენტად მოიაზრება, ეს ორგანო კი სერია A-ს და B-ს უწევს ორგანიზებას:
"სერია A-ს სატურნირო ცხრილის ფსკერზე არსებული ვითარება დასტურია იმის, რომ გუნდების შემცირება საჭიროა. არაფერი მაქვს "პესკარას", "პალერმოს" და "კროტონეს" საწინააღმდეგო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ძალიან ჩამორჩნენ სხვებს და უკვე ცხადია, თუ რომელი გუნდები დატოვებენ ელიტას. ჩემი პირადი აზრით, სერია A-ში 18 გუნდი ოპტიმალური იქნება. თანაც, იტალიურ ფეხბურთში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს და ეს განსაკუთრებით იმ გუნდებს ეხებათ, რომლებიც სერია B-დან ამოდიან ელიტაში. დიდ ხანს იყო მსჯელობა, ჰქონდა თუ არა "კროტონეს" საკუთარ სტადიონზე სერია A-ს თამაშების ჩატარების უფლება - ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. შევამცირებ თუ არა გუნდების რაოდენობას, როდესაც "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტი გავხდები? - ჯერ "მილანის" გენერალური დირექტორი ვარ და რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"