სერია A. XXIV ტური: "იუვენტუსი" ტემპს არ უკლებს [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს ლიდერმა ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად "კალიარი" დაამარცხა. დუბლი გონსალო იგუაინმა გაიფორმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მისი მდევრები "რომა" და "ნაპოლიც" კარგ ფორმაში არიან, რაც სერია A-ს 24-ე ტურში დადასტურდა.

ნეაპოლელებმა "ჯენოას" უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. ამჯერად, არა ფორვარდები, არამედ ნახევარმცველები გამოირჩნენ - ანგარიში ძლიერი დარტყმით ზელინსკიმ გახსნა, მეორე გოლი კი ეფექტური კომბინაციის შემდეგ ჯაკერინიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს წინ ჩემპიონთა ლიგის პაექრობა ელით და ამიტომ მწვრთნელმა შემადგენლობა გადაახალისა - სასტარტო თერთმეტეულში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვიხილეთ, რომლებსაც ნაკლებად ეძლევათ თამაშის
საშუალება, თუნდაც ჯაკერინი, დიავარა და მაჯო. მიუხედავად ამისა, მასპინძელთა უპირატესობა სოლიდური იყო და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა. მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ "რეალთან" მოახლოებულ მატჩზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე განვლილ პაექრობაზე:

"მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა, რაც მახარებს. წინ "რეალთან" მატჩია და ბუნებრივია, რომ მთელი ყურადღება ამ დაპირისპირებაზე უნდა გადავიტანოთ. ევროპის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და გვაქვს იმის ამბიცია, რომ ეს ბარიერი გავიაროთ. გვჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია და სპორტული აგრესია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

ორი უპასუხო გოლით მოიგო "რომამაც", რომლის მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი, "კროტონე" იყო. ანგარიშის გახსნა ედინ ჯეკოს შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა, როდესაც რაჯა ნაინგოლანმა საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაარტყა და ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა - 0:1. მეორე გოლი ჯეკოს ანგარიშზეა, რომელმაც სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა - 0:2.

რომაელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში შესცოდეს, თუმცა არც იყო მეტის გატანის აუცილებლობა. "რომა" ინარჩუნებს სატურნირო ცსრილში მეორე ადგილს და შესაბამისად, "იუვენტუსის" უახლოესი მდევრის სტატუსს.

"ფიორენტინამ" და "ინტერმა" საშინაო მატჩები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგეს. ფლორენციელებმა "უდინეზეს" უმასპინძლეს და გაანადგურეს მეტოიქე - 3:0. ბენეფისი მოიწყო ბორხა ვალერომ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა აქტივში, თითო შედეგიანი დარტყმა კი ბაბაქარის და ბერნარდესკის ანგარიშზეა.

ისევ გაახარა გულშემატკივარი "ინტერმა" და ამჯერად, ლევან მჭედლიძის გარეშე მოასპარეზე "ემპოლი" დაამარცხა - 2:0. გოლები იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა შეაგდეს: მარტინს ედერმა და ანტონიო კანდრევამ. "ნერაძური" განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის...

სერია A. XXIV ტური
ნაპოლი-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 ზელინსკი (50), 2:0 ჯაკერინი (68)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (75. ალანი) - ჯაკერინი (74. როგი), ინსინიე, მერტენსი (78. პავოლეტი)
ჯენოა (3-4-2-1): ლამანა - მუნიოსი, ბურდისო, ჯენტილეტი (19. ორბანი) - ლაზოვიჩი, ველოზო (39. კატალდი), ჰილემარკი, ლაქსალტი - პალადინო (58. ტაარაბტი), რიგონი - სიმეონე
მაყურებელი: 35 000

ფიორენტინა-უდინეზე 3:0
გოლები: 1:0 ბორხა ვალერო (41), 2:0 ბაბაქარი (62), 3:0 ბერნარდესკი (80-პენ.)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - კიეზა, ვესინო (75. საპონარა), ბადელი, მილიჩი - ბერნარდესკი (84. ტელიო), ბორხა ვალერო - ბაბაქარი (67. კალინიჩი)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, ალფრედსონი, იანკტო (46. ბადუ) - დე პაული (54. პერიცა), ტერო (67. მატოსი), საპატა
მაყურებელი: 28 000

კროტონე-რომა 0:2
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (40), 0:2 ჯეკო (77)
კროტონე (5-4-1): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, დუსენა (76. ტროტა), ფერარი, მესბა (55. სამპირიზი) - აკოსტი, კაპეცი, კრიზეტიგი, ტონევი (81. ნალინი) - ფალჩინელი
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი, რუდიგერი, ფაციო - პერესი (88. მარიო რუი), პარედესი, სტროტმანი, ემერსონი - ნაინგოლანი (90. პეროტი), სალაჰი (80. დე როსი) - ჯეკო
მაყურებელი: 7 000

ინტერი-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ედერი (14), 2:0 კანდრევა (54)
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - მურილიო, მედელი, მირანდა - კანდრევა, კონდოგბია, გალიარდინი, დამბროზიო (46. ანსალდი) - ჟოაო მარიო, ედერი (80. პინამონტი) - პალასიო (74. გაბრიელი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ვესელი, კოსტა, დიმარკო (65. ბარბა) - კრუნიჩი (76. ზაჩი), ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური (82. ტელიო) - პუჩარელი, მაკარონე
მაყურებელი: 45 000

პალერმო-ატალანტა 1:3
გოლები: 0:1 კონტი (19), 0:2 გომესი (26), 1:2 ჩოჩევი (46), 1:3 კრისტანტე (78)
პალერმო (4-3-3): პოსავეცი - რისპოლი, გოლდანიგა, გონსალესი, პეცელა - ენრიკე (84. ბალოგი), მატო, ჩოჩევი (54. გაცი) - ტრაიკოვსკი (55. დიამანტი), ემბალო, ნესტეროვსკი
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კესიე (86. გრასი), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი (71. კრისტანტე) - გომესი, პეტუნია
მაყურებელი: 16 000

სასუოლო-კიევო 1:3
გოლები: 1:0 მატრი (24), 1:1 ინგლეზე (39), 1:2 ინგლეზე (56), 1:3 ინგლეზე (67)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, ლეტჩერტი, აჩერბი, პელუზო - პელეგრინი (72. რაგუზა), აკვილანი, დანკანი - ბერარდი (76. ლემელო), პოლიტანო, მატრი (56. ანტეი)
კიევო (4-3-2-1): სორენტინო - კაჩატორე, დაინელი, სპოლი, გობი (56. მეჯორინი) - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, იძო - კასტრო, ბირსა (73. დე გუზმანი) - ინგლეზე (84. გაპკე)
გაძევება: ლეტშერტი (3. სასუოლო)
მაყურებელი: 14 000

ტორინო-პესკარა 5:3
გოლები: 1;0 იაგო (2), 2:0 აიეტი (9), 3:0 ბელოტი (15), 4:0 ლიაიჩი (58), 5:0 ბელოტი (61), 5:1 აიეტი (73-საკ. კარში), 5:2 ბენალი (75), 5:3 ბენალი (83)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი, აიეტი, მორეტი, ბარეკა - დენისი, ლუკიჩი (56. ასკუა), ობი (45. გუსტაფსონი) - ლიაიჩი (80. ბოიე), იაგო, ბელოტი
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, სტენდარდო (46. კოდა), ფორნაზიერი, ბირაგი - ბრუგმანი (57. ბრუნო), ბენალი, მემუშა - კასტანოსი (27. კრეშენცი), ვერე - კაპრარი
მაყურებელი: 20 000

სამპდორია-ბოლონია 3:1
გოლები: 0:1 ჯემაილი (18), 1:1 მურიელი (82-პენ.), 1:1 შჩიკი (83), 3:1 მბაიე (88-საკ. კარში)
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი (46. დოდო) - ლინეტი (46. ჯურიჩი), ტორეირა, პრაეტი - ფერნანდესი (59. შჩიკი) - მურიელი, კვალიარელა
ბოლონია (4-3-3): და კოშტა - ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაიეტა (13. მბაიე), მაზინა - ჯემაილი, პულგარი, დონსა - კრეიჩი, ვერდი (85. დი ფრანჩესკო), დესტრო (45. უმარი)
მაყურებელი: 20 000

კალიარი-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 იგუაინი (37), 0:2 იგუაინი (47)
კალიარი (3-5-2): რაფაელი - პიზაკანე (82. პადოინი), ალვეში, კაპუანო - ისლა, დესენა (62. იონიცა), დი ჯენარო, ბარელა, მურუ - საუ, ბორიელო (75. იბარბო)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი (18. რუგანი), სანდრო - ხედირა, მარკიზიო (67. პიზაკანე) - კუადრადო, დიბალა (90. ლემინა), მანჯუკიჩი - იგუაინი
გაძევება: ბარელა (67. კალიარი)
მაყურებელი: 16 000

ორშაბათი. 13 თებერვალი
ლაციო-მილანი 23:45

ბომბარდირები:
18 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 17 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
17 თებერვალი:
იუვენტუსი-პალერმო;

18 თებერვალი:
ატალანტა-კროტონე, ემპოლი-ლაციო;

19 თებერვალი:
ბოლონია-ინტერი, სამპდორია-კალიარი, პესკარა-ჯენოა, კიევო-ნაპოლი, უდინეზე-სასუოლო, რომა-ტორინო, მილანი-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული