სერია A. XXVII ტური: "ნაპოლის" რომაული ტრიუმფი და "იუვეს" პირველი ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ "რომა" და "ნაპოლი" წარდგნენ.

სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების ჯახი უაღრესად საინტერესო გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ნეაპოლელები დრის მერტენის დუბლის წყალობით წინ გავიდნენ, რომაელებმა კი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაქვითეს ერთი ბურთი და მეტი ვეღარ მოასწრეს. მასპინძელთაგან კევინ სტროტმანი გამოირჩა.

გოლები დიდი ვერაფერი და აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ისე კი, ორივე კართან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა და გუნდებს კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ. მატჩი თანაბარი
გამოდგა და ორმხრივ იერიშებში წარიმართა - ბურთს ცოტა უფრო დიდხანს რომაელები ფლობდნენ, მაგრამ ეს სათამაშო უპირატესობაში არ გადაზრდილა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ნეაპოლელებმა უკეთ იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და სამი ქულაც დამსახურებულად მოიპოვეს.

ამრიგად, "ნაპოლიმ" 57 ქულას მოუყარა თავი, კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია ჩემპიონთა ლიგის ზონაში და მეორე ადგილზე მყოფ "რომას" "კუდზე დააჯდა". რაც შეეხება ლუჩანო სპალეტის გუნდს, სკუდეტომდე შორია და როგორც ჩანს, რომაელთა პროგრამა-მაქსიმუმი სწორედ მეორე ადგილის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრა იქნება.

ლუჩანო სპალეტი (რომა): "პირველ ტაიმში მეტოქემ გაცილებით უკეთ ითამაშა, მეორეში კი ჩვენ მოვუმატეთ და უკვე ისეთი "რომა" ვიხილეთ, როგორიც ყოველთვის მინდა, რომ ვნახო. ბურთის უკეთ კონტროლი იყო საჭირო და ტექნიკური წუნიც უფრო ნაკლები უნდა გვქონდეს. გადაღლილობა არაფერ შუაშია, რადგან მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ. გვაქვს ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ".

მაურიციო სარი (ნაპოლი): "რომში "რომას" დამარცხება ურთულესი საქმეა, ჩვენ კი ეს გამოგვივიდა. ადვილია კრიტიკა, როდესაც მადრიდში "რეალის" წინააღმდეგ წააგებ, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ "ნაპოლი" სწორი გზით მიდის. არის სირთულეები, მაგრამ მთლიანობაში, გუნდი კარგად ირჯება და რაც მთავარია, ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მილანურმა გუნდებმა დამაჯერებლად მოიგეს თავიანთი მატჩები. "მილანმა" "კიევოს" უმასპინძლა, მატჩის გმირი კი კარლოს ბაკაა და ეს მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანი გააცუდა. სამაგიეროდ, ბაკამ დუბლი შეასრულა და ამით მშრალი სერია შეწყვიტა.

"მილანის" რიგებში ჯანლუკა ლაპადულაც გამოირჩა, რომელმაც ბაკასგან განსხვავებით, პენალტი გოლად აქცია. "კიევოს" ერთადერთი გოლიც პენალტიდან გავიდა - ანუ მსაჯმა სამჯერ გაიშვირა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ. საბოლოოდ, "მილანმა" მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და განაგრძობს ბრძოლას ევროსაგზურისთვის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერმა" კიდევ უფრო ადვილად მოიგო - სარდინიაზე ჩავიდა და იქაურ "კალიარის" შავი დღე აყარა. მილანელებმა ხუთი გოლი გაუტანეს მეტოქეს, მხოლოდ ერთი გაუშვეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვენტუსმა" უდინეში დაკარგა ქულები და პირველი მატჩი დაასრულა ფრედ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში. მიუხედავად ამისა, ტურინულმა გრანდმა უახლოეს მდევართან ფორა გაზარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია ანდრეა ბელოტის ჰეთ თრიკი, რომელიც "ტორინოს" რიგებში ბრწყინავს და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.

XXVII ტური
რომა-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 მერტენსი (26), 0:2 მერტენსი (50), 1:2 სტროტმანი (89)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - მანოლასი, რუდიგერი, ფაციო (52. პერესი), ჟუანი - დე როსი (79. პარედესი), სტროტმანი - პეროტი, ნაინგოლანი, ელ შაარავი (52. სალაჰი) - ჯეკო
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - როგი, ჟორჟინიო (66. დიავარა), ჰამშიკი (79. მილიკი) - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი (74. ზელინსკი)
მაყურებელი: 45 000

სამპდორია-პესკარა 3:1
გოლები: 1:0 ფერნანდესი (18), 1:1 ჩერი (32), 2:1 კვალიარელა (58), 3:1 შჩიკი (68)
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - სალა (83. ბერეჟინსკი), სილვესტრი, შკრინიარი, პავლოვიჩი - ბარეტო (75. ლინეტი), ტორეირა, პრაეტი - ფერნანდესი - მურიელი (62. შჩიკი), კვალიარელა
პესკარა (4-3-3): ბიძარი - ძამპანო, სტენდარდო, კოდა (83. ფორნაზიერი), ბირაგი - ვერე (88. ბრუგმანი), ბრუნო, მემუშა - ბენალი, ჩერი (75. კასტანიოსი), კაპრარი
მაყურებელი: 20 000

მილანი-კიევო 3:1
გოლები: 1:0 ბაკა (24), 1:1 დე გუზმანი (42-პენ.), 2:1 ბაკა (70), 3:1 ლაპადულა (82-პენ.)
მილანი (4-3-3): დონარუმა - დე შილიო, საპატა, რომანიოლი, ვანიონი - სოსა, ლოკატელი (61. ლაპადულა), ბერტოლაჩი - სუსო (35. ოკამპოსი), დეულოფეუ, ბაკა (79. კუცკა)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი - კასტრო, დე გუზმანი (84. კინი), რადოვანოვიჩი - ბირსა - გაკპე (63. ისკო), მეჯორინი (54. ინგლეზე)
გაფუჭებული პენალტი: ბაკა (45. მილანი)
მაყურებელი: 45 000

ატალანტა-ფიორენტინა 0:0
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კურტიჩი (69. მუნიერი), ფრეულერი, სპინაცოლა - დალესანდრო (46. გრასი), გომესი - პეტუნია (86. პალოსკი)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, გონსალო, ასტორი - კიეზა (72. ბერნარდესკი), ბადელი, ბორხა ვალერო, ვესინო - ილიჩიჩი (81. ოლივერა), ტელიო - კალინიჩი (90. ბაბაქარი)
მაყურებელი: 22 000

კალიარი-ინტერი 1:5
გოლები: 0:1 პერიშიჩი (34), 0:2 ბანეგა (39), 1:2 ბორიელო (42), 1:3 პერიშიჩი (47), 1:4 იკარდი (67-პენ.), 1:5 გალიარდინი (88)
კალიარი (3-5-1-1): გაბრიელი - კაპუანო, პიზაკანე, ალვეში - ისლა, იონიცა, ბარელა (78. დესენა), დი ჯენარო (62. საუ), პადოინი - ჟოაო პედრო - ბორიელო (78. იბარბო)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი, მირანდა, ანსალდი (88. ნაგატომო) - გალიარდინი, კონდოგბია - კანდრევა, ბანეგა (76. ჟოაო მარიო), პერიშიჩი (73. ედერი) - იკარდი
მაყურებელი: 16 000

კროტონე-სასუოლო 0:0
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (72. აკოსტი), კაპეცი, კრიზეტიგი, სტოიანი - ნვანკვო (59. ტროტა), ფალჩინელი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, პელუზო, დელორკო - მაციტელი, მისიროლი (65. აკვილანი), დანკანი - ბერარდი (72. რაგუზა), პოლიტანო, მატრი (82. ლემელო)
მაყურებელი: 6 000

ემპოლი-ჯენოა 0:2
გოლები: 0:1 ნიჩამი (89), 0:2 ჰილემარკი (90)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური (84. ბუჩელი) - პუჩარელი, მაკარონე (66. მარილუნგო)
ჯენოა (3-5-2): ლამანა - მუნიოსი, ბურდისო, იცო - ლაზოვიჩი, კატალდი (87. კოფიე), ჰილემარკი, რიგონი (62. ნიჩამი), ლაქსალტი - პინილია, სიმეონე
მაყურებელი: 12 000

ტორინო-პალერმო 3:1
გოლები: 0:1 რისპოლი (30), 1:1 ბელოტი (73), 2:1 ბელოტი (76), 3:1 ბელოტი (81)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, ბარეკა - გუსტაფსონი (61. ლოპესი), ლუკიჩი, ბაზელი - ბოიე (46. ლიაიჩი), იაგო (72. იტურბე), ბელოტი
პალერმო (4-2-3-1): პოსავეცი - რისპოლი (55. მორგანელა), ციონეკი (85. დიამანტი), ანდელკოვიჩი, ალესაამი - გაცი, ჩოჩევი - ბალოგი, შალაი (64. გონსალესი), ენრიკე - ნესტეროვსკი
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 საპატა (37), 1:1 ბონუჩი (60)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა (39. ბადუ), ალფრედსონი, იანკტო - დე პაული (76. ანჯელა), პერიცა (85. მატოსი), საპატა
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ალვეში, ბონუჩი, კიელინი (56. ბენატია), სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო (72. პიაცა), დიბალა (87. რინკონი), მანჯუკიჩი - იგუაინი
მაყურებელი: 24 000

ბოლონია-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 იმობილე (9), 0:2 იმობილე (74)
ბოლონია (5-3-2): მირანტე - კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, ელანდერი, მაზინა (77. კრეიჩი) - ნაგი, ვივიანი (76. პულგარი), ჯემაილი - ვერდი (62. დესტრო), პეტკოვიჩი
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - ბასტა, დე ვრი, ჰოედტი, რადუ - პაროლო, ბილია (54. მურჯა), სავიჩი (81. ვოლასი) - ლულიჩი, ანდერსონი (68. კეიტა), იმობილე
მაყურებელი: 22 000

მომდევნო ტური
10 მარტი:
იუვენტუსი-მილანი;

11 მარტი:
ჯენოა-სამპდორია;

12 მარტი:
სასუოლო-ბოლონია, ინტერი-ატალანტა, ფიორენტინა-კალიარი, ნაპოლი-კროტონე, კიევო-ემპოლი, პესკარა-უდინეზე, პალერმო-რომა;

13 მარტი:
ლაციო-ტორინო.

ბომბარდირები: 22 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 18 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული