სერია A. XXIX ტური: "იუვემ" გენუაშიც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ტური ტურინში გამართული მეტად საინტერესო მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ტორინომ" "ინტერს" უმასპინძლა. წინა ტურში მილანურმა გრანდმა "ატალანტას" 7:1 მოუგო და "ტოროს" ამაღლებული განწყობით ესტუმრა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც 27-ე წუთზე ჟოფრეი კონდოგბიას გოლში აისახა - ფრანგმა საყრდენმა ბურთი ფლანგზე მიიღო, ცენტრში შეიწია, დაარტყა და გახსნა კიდეც ანგარიში; აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ჯო ჰარტმა დაუშვა შეცდომა, რადგან დარტყმა არცთუ ძლიერი იყო და ბურთის შემაგრება მართებდა. თუმცა, მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც დანიელე ბაზელიმ თავური დარტყმით სამირ ჰანდანოვიჩს შანსი არ დაუტოვა. ტაიმიც
ასე დასრულდა, მეორე ნახევარში კი კიდევ თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა...

მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ასკუამ შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის არ იყოს, ამ შეთხვევაშიც 3 წუთში გათანაბრდა ანგარიში, როდესაც ანტონიო კანდრევამ მეტოქის საჯარიმოშო შექმნილი ქაოსით ისარგებლა და ეფექტური გოლი შეაგდო, 2:2. ყველაფერი თავიდან დაიწყო - დარჩენილ ნახევარ საათში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ გოლი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, "ინტერმა" ორი ქულა დაკარგა, "ტორინომ" კი საპატიო ფრე გაახერხა უფრო ძლიერ გუნდთან...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" "ჯენოას" უმასპინძლა და მატი ფერნანდესის გოლით მოუგო. ამ უკანასკნელს იშვიათად უწევდა თამაში, ამჯერად ენდო ვინჩენცო მონტელა და მანაც მოლოდინს გადააჭარბა - ფერნანდესი იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა და გოლიც შესანიშნავი გაიტანა. მთლიანობაში, "როსონერი" ფლობდა სრულ უპირატესობას და დამსახურებულად მოიგო. თუ სახიფათო მომენტებით ვიმსჯელებთ, ლომბარდიელებს დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, თუმცა, როგორც მატჩის შემდეგ მონტელამ განაცხადა, მთავარი სამი ქულაა, რომელმაც გუნდს ევროსაგზურის მოპოვების შანსი შეუნარჩუნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლი" "ემპოლის" ესტუმრა და პირველ ტაიმში სამი გოლი მიართვა მეტოქეს. მეორე ნახევარში ნეაპოლელები მოდუნდნენ და მეტოქეს ორი გოლის გატანის საშუალება მისცეს. ტოსკანელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა და ქულის აღება, მაგრამ მესამის გასატანად აღარც დრო ეყოთ და აღარც კლასი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვენტუსი" გენუაში ჩავიდა და კარგ ფორმაში მყოფ "სამპდორიას" ერთადერთი გოლის წყალობით სძლია. ტურინელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს, როდესაც ჯერ კიდევ მე-7 წუთზე ხუან კუადრადომ გახსნა ანგარიში.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბევრი არაფერში ჩამორნენ მრისხანე მეტოქეს და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გენუელებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს და ჯიჯი ბუფონიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ასეა თუ ისე, "იუვემ" მოიგო და მორიგი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIX ტური
ტორინო-ინტერი 2:2
გოლები: 0:1 კონდოგბია (27), 1:1 ბაზელი (33), 2:1 ასკუა (59), 2:2 კანდრევა (62)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, მოლინარო - ასკუა, ლუკიჩი, ბაზელი (85. ლოპესი) - ლიაიჩი (65. ბოიე), იტურბე (70. იაგო), ბელოტი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი (57. მურილიო), მირანდა, ანსალდი - გალიარდინი, კონდოგბია (76. ბროზოვიჩი) - კანდრევა, ბანეგა (60. ედერი), პერიშიჩი - იკარდი
მაყურებელი: 25 000

მილანი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ფერნანდესი (33)
მილანი (4-3-3): დონარუმა - დე შილიო, საპატა, პალეტა, ვანიონი - კუცკა, ბერტოლაჩი (3. ლოკატელი), ფერნანდესი (74. პასალიჩი) - ოკამპოსი, დეულოფეუ, ლაპადულა (87. ანტონელი)
ჯენოა (4-5-1): ლამანა - იცო (69. ბირასკი), მუნიოსი, ჯენტილეტი, ლაქსალტი - ლაზოვიჩი (61. ედენილსონი), ჰილემარკი, კატალდი, ნიჩამი, ტაარაბტი (76. პინილია) - სიმეონე
მაყურებელი: 40 000

ემპოლი-ნაპოლი 2:3
გოლები: 0:1 ინსინიე (19), 0:2 მერტენსი (24), 0:3 ინსინიე (38-პენ.), 1:3 ელ ქადური (70), 2:3 მაკარონე (82-პენ.)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი (70. მაური), კროჩე (86. დიმარკო) - ელ ქადური - პუჩარელი (67. მაკარონე), ტიამი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, ალბიოლი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო (62. დიავარა), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (77. ჯაკერინი), მერტენსი (83. მილიკი)
მაყურებელი: 12 000

ატალანტა-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 გომესი (13), 2:0 გრასი (69), 3:0 გომესი (90)
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - ჰატებოერი, კრისტანტე (63. პალოსკი), ფრეულერი, სპინაცოლა - გრასი (85. მილიაჩო) - გომესი, პეტანია (63. კესიე)
პესკარა (4-5-1): ბიძარი - ძამპანო, კოდა, ბოვო, ბირაგი - კრეშენცი (80. ბაჰებეკი), მუნტარი, მემუშა (80. კასტანიოსი), ვერე (70. კულიბალი), ბენალი - ჩერი
მაყურებელი: 20 000

ბოლონია-კიევო 4:1
გოლები: 0:1 კასტრო (40), 1:1 ვერდი (61), 2:1 ჯემაილი (72), 2:1 ჯემაილი (90), 4:1 დი ფრანჩესკო (90)
ბოლონია (3-5-2): და კოშტა - მაიეტა, გასტალდელო, ჰელანდერი - კრაფტი (60. დი ფრანჩესკო), ნაგი, ჯემაილი, პულგარი, კრეიჩი (84. მბაიე) - ვერდი, დესტრო (69. პეტკოვიჩი)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი (83. კინი), სპოლი, ცეზარი, კაჩატორე - კასტრო, ჰეტემაი (78. დე გუზმანი), რადოვანოვიჩი - ბირსა - ინგლეზე, პელისიერი (70. ისკო)
მაყურებელი: 20 000

კალიარი-ლაციო 0:0
კალიარი (4-3-2-1): რაფაელი - ისლა, პიზაკანე (86. სალამონი), ალვეში, მურუ - დესენა (9. ფარაგო), პანაიოტისი, პადოინი - იონიცა, პედრო - საუ (67. ფარიასი)
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - ბასტა (80. პატრიჩი), დე ვრი, ჰოედტი, რადუ (67. ჯორჯევიჩი) - პაროლო, ბილია, ლულიჩი - ანდერსონი, კეიტა (71. ლუის ალბერტო), იმობილე
მაყურებელი: 14 000

კროტონე-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 კალინიჩი (90)
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი (60. დუსენე), ფერარი, მესბა - როდენი, ბარბერისი (82. კაპეცი), კრიზეტიგი, სტოიანი - ტონევი (52. ტროტა), ფალჩინელი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, გონსალო, ასტორი - კიეზა (66. საპონარა), ბადელი (71. ოლივერა), ვესინო, ტელიო - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (71. ბაბაქარი) - კალინიჩი
მაყურებელი: 6 000

სამპდორია-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 კუადრადო (7)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა (63. პრაეტი), ლინეტი - ფერნანდესი (53. შჩიკი - 75. ჯურიჩი) - კვალიარელა, მურიელი
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ალვეში, რუგანი, ბარძალი, ასამოა - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო (73. ლემინა), დიბალა (28. პიაცა), მანჯუკიჩი - იგუაინი (85. ლიხტშტაინერი)
მაყურებელი: 28 000

უდინეზე-პალერმო 4:1
გოლები: 0:1 შალაი (12), 1:1 ტერო (42), 2:1 საპატა (60), 3:1 დე პაული (68), 4:1 იანკტო (80)
უდინეზე (4-3-3): სკუფეტი - ვიდმერი, დანილო, ანჯელა, სამირი (73. ერტო) - ბადუ, ალფრედსონი, იანკტო (84. კუმსი) - დე პაული, ტერო (58. პერიცა), საპატა
პალერმო (3-4-1-2): პოსავეცი - ციონეკი (65. ბალოგი), გონსალესი, გოლდანიგა - ალესაამი (64. პეცელა), გაცი, მორგანელა, ჩოჩევი - დიამანტი - შალაი, ნესტეროვსკი (81. მატო)
მაყურებელი: 15 000

რომა-სასუოლო 3:1
გოლები: 0:1 დეფრელი (9), 1:1 პარედესი (16), 2:1 სალაჰი (45), 3:1 ჯეკო (68)
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი, რუდიგერი, ფაციო - პერესი (60. ჯეკო), პარედესი (87. დე როსი), სტროტმანი, ემერსონი - ნაინგოლანი, ელ შაარავი - სალაჰი (76. პეროტი)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლეტშერტი (46. ლიროლა), აჩერბი, პელუზო, დელ ორკო - პელეგრინი, მისიროლი (69. რიჩი), დანკანი - ბერარდი, პოლიტანო, დეფრელი (58. დეფრელი)
მაყურებელი: 30 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 22 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 21 - ედინ ჯეკო (რომა); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 17 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი:
სასუოლო-ლაციო, რომა-ემპოლი;

2 აპრილი:
ტორინო-უდინეზე, ჯენოა-ატალანტა, ფიორენტინა-ბოლონია, პალერმო-კალიარი, კიევო-კროტონე, პესკარა-მილანი, ნაპოლი-იუვენტუსი;

3 აპრილი:
ინტერი-სამპდორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული