სერია A. XXX ტური: "რომა" "იუვენტუსს" ხუთ ქულამდე დაუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ აპრილს იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

რომის "ლაციო" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:1 მოუგო. დომენიკო ბერარდიმ პენალტით გაიყვანა მასპინძლები წინ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჩირო იმობილემ გაათანაბრა. მეორე ტაიმში კონსილიმ საკუთარ კარში გაიტანა.

"რომამ" ედინ ჯეკოს დუბლის წყალობით მოუგო "ემპოლის", რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო ლევან მჭედლიძე. ამით "რომა" 5 ქულამდე მიუახლოვდა ლიდერ "იუვენტუსს", რომელიც დღეს "ნაპოლის" სტუმრობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 1 აპრილი
სასუოლო-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 ბერარდი (26-პენ), 1:1 იმობილე (42), 1:2 კონსილი (83 ს. კ.)

რომა-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0
ჯეკო (12), 2:0 ჯეკო (56)

კვირა. 2 აპრილი
ტორინო-უდინეზე 14:30
ჯენოა-ატალანტა 17:00
ფიორენტინა-ბოლონია 17:00
პალერმო-კალიარი 17:00
კიევო-კროტონე 17:00
პესკარა-მილანი 17:00
ნაპოლი-იუვენტუსი 22:45

ორშაბათი. 3 აპრილი
ინტერი-სამპდორია 22:45

1. იუვენტუსი - 73 ქულა; 2. რომა - 68; 3. ნაპოლი - 63; 4. ლაციო - 60; 5. ინტერი - 55.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული