სერია A. XXX ტური: ზავი ომში [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. "სტადიო სან პაოლოზე" სუფთა იტალიური მატჩი გაჩაღდა, მწვრთნელთა ტაქტიკური დუელით და ბრძოლით მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს - ტურინელთაგან სამი ხედირა გამოირჩა, მასპინძელთაგან კი თავი მარეკ ჰამშიკმა გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტური "სასუოლო"-"ლაციოს" პაექრობით გაიხსნა, რომელშიც რომაელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. ქებათა ქება სიმონე ინძაგის და მის გუნდს, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ლიდერთა ხუთეულშია და ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

დიახ, "ლაციოს" აქვს სამეულში
მოხვედრის შანსი, რისთვისაც ბოლომდე იბრძოლებს. არადა, განვლილი მატჩი "სასუოლოსთვის" შესანიშნავად დაიწყო - სტარტზე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც 26-ე წუთზე გატანილ გოლში ასახეს - თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავი დომენიკო ბერარდიმ გამოიჩინა. ტრავმის შემდეგ ბერარდი ჩრდილში იყო მოქცეული და ეს გოლი მისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, რაც მატჩის შემდეგ აღნიშნა კიდეც.

პირველი ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც სტუმართა შეტევამ შედეგი გამოიღო და ჩირო იმობილემ გაათანაბრა ანგარიში. იმობილე შესანიშნავ ფორმაშია, რაც სანაკრებო შეხვედრებშიც დაამტკიცა. მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა - თამაშის დასრულებამდე ათი წუთიც აღარ იყო დარჩენილი, როდესაც რომაელთა იერიშს ანდრეა კონსილის ავტოგოლი მოჰყვა და "ლაციომ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"რომამ" "ემპოლის" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. რომაელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და ორივე ედინ ჯეკოს ანგარიშზეა. ამრიგად, ბოსნიელს 23 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში და ბომბარდირთა დავაში ანდრეა ბელოტისთან ერთად ლიდერობს. ჯეკომ ორივე გოლი თავის სტილში შეაგდო - ორივეჯერ საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს შეუცვალა მიმართულება და მეკარე უშანსოდ დატოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტურში "ნაპოლი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, "რომას" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ, რომ "ემპოლის" დამარცხებით ყველა შემთხვევაში გაიუმჯობესებდნენ სატურნირო ვითარებას.

ასეც მოხდა, "ჯალოროსიმ" იძალა მეტოქეზე და 30 ტურში 22-ე გამარჯვება გამოჭედა. აქვე ვთქვათ, რომ ლევან მჭედლიძის დაშავების შემდეგ ძალიან ცუდ ფორმაშია "ემპოლი", პრაქტიკულად, ყველა თამაშს აგებს და თუ ასე გაგრძელდა, ტოსკანური გუნდის სერია B-ში დაქვეითების საკითხი აქტუალური გახდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანი" ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერს, "პესკარას" ესტუმრა და ორი ქულა დაკარგა. ვინჩენცო მონტელას გუნდი დიდი ხანია გამოეთხოვა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებას და რაც დრო გადის, ევროპალიგასაც შორდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXX ტური
სასუოლო-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 ბერარდი (26-პენ), 1:1 იმობილე (42), 1:2 კონსილი (83 ს. კ.)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, კანავარო, დელ ორკო - პელეგრინი, მისიროლი (64. დანკანი), აკვილანი - ბერარდი, პოლიტანო (84. რაგუზა), დეფრელი (71. მატრი)
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - პატრიჩი, დე ვრი, ჰოედტი (58. ლუკაკუ), რადუ - პაროლო, ბილია, სავიჩი - ანდერსონი (79. ლომბარდი), ლულიჩი (58. კეიტა), იმობილე
მაყურებელი: 14 000

რომა-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ჯეკო (12), 2:0 ჯეკო (58)
რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი, რუდიგერი, ფაციო (85. ჟუანი) - პერესი, პარედესი, ნაინგოლანი, მარიო რუი - სალაჰი, პეროტი (62. გრენიერი) - ჯეკო (73. ტოტი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ვესელი, ბარბა (77. კოშიჩი), პასკუალი - კრუნიჩი, ბუჩელი, კროჩე - ელ ქადური (73. მაკარონე) - მარილუნგო (58. ტელიო), ტიამი
მაყურებელი: 35 000

ტორინო-უდინეზე 2:2
გოლები: 0:1 იანკტო (49), 0:2 პერიცა (68), 1:2 მორეტი (70), 2:2 ბელოტი (83)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, მოლინარო - ასკუა, ლუკიჩი (56. ბოიე), ბაზელი (71. ლოპესი) - ლიაიჩი, იაგო (14. იტურბე), ბელოტი
უდინეზე (4-3-3): სკუფეტი - ვიდმერი, დანილო, ანჯელა, სამირი - ბადუ, კუმსი (77. ალი ადნანი), იანკტო - დე პაული (61. ერტო), პერიცა (85. მატოსი), საპატა
მაყურებელი: 20 000

კიევო-კროტონე 1:2
გოლები: 0:1 ფერარი (51), 1:1 პელისიერი (57), 1:2 ფალჩინელი (82)
კიევო (4-3-1-2): სეკულინი - ფრეი, დაინელი, გამბერინი (64. სპოლი), კაჩატორე - კასტრო, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი - ბირსა (58. მეჯორინი) - ინგლეზე (83. გაპკე), პელისიერი
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (60. ნალინი), კაპეცი (80. ბარბერისი), კრიზეტიგი, სტოიანი - ტროტა, ფალჩინელი (87. სამპირიზი)
მაყურებელი: 14 000

ფიორენტინა-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 ბაბაქარი (51)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სანჩესი, ტომოვიჩი, ასტორი - ტელიო (84. კიეზა), ბადელი, კრისტოფორო, მილიჩი - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (70. საპონარა) - კალინიჩი (46. ბაბაქარი)
ბოლონია (3-5-2): მირანტე - მაიეტა, გასტალდელო, ტოროსიდისი (77. დი ფრანჩესკო) - მბაიე, დონსა, ვივიანი (54. ჯემაილი), ტაიდერი (54. ნაგი), კრეიჩი - ვერდი, დესტრო
მაყურებელი: 25 000

ჯენოა-ატალანტა 0:5
გოლები: 0:1 კონტი (25), 0:2 გომესი (32-პენ.), 0:3 გომესი (63), 0:4 კალდარა (76), 0:5 გომესი (83)
ჯენოა (3-5-2): რუბინიო - მუნიოსი, ბურდისო, ჯენტილეტი (46. ჰილემარკი) - ლაქსალტი, ლაზოვიჩი (72, ბაგეტო), იძო, რიგონი, ნიჩამი (56. მოროზინი) - სომეონე, პინილია
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი (79. დალესანდრო), კესი, ფრეულერი (81. გრასი), სპინაცოლა - კურტიჩი, გომესი (83. ჰატებორი) - პეტუნია
გაძევება: პინილია (60. ჯენოა)
მაყურებელი: 20 000

პალერმო-კალიარი 1:3
გოლები: 1:0 გონსალესი (26), 1:1 იონიცა (48), 1:2 ბორიელო (58), 1:3 იონიცა (89)
პალერმო (3-4-1-2): ფულინატი - ვიტიელო (80. შალაი), გონსალესი, გოლდანიგა - რისპოლი, გაცი (87. ბალოგი), მორგანელა, ენრიკე (88. ლო ფაზო), ჩოჩევი - შალაი, ნესტეროვსკი
კალიარი (4-3-2-1): რაფაელი - ისლა, პიზაკანე, ალვეში, მურუ - პადოინი, პანაიოტისი, იონიცა - პედრო (81. ფარაგო) - საუ (86. სონგ ჰანი), ბორიელო (90. დეიოლა)
მაყურებელი: 16 000

პესკარა-მილანი 1:1
გოლები: 1:0 პალეტა (23 ს. კ.), 1:1 პაშალიჩი (41)
პესკარა (4-3-3): ფიორილო - ძამპანო, კამპანიარო, ბოვო, ბირაგი - კულიბალი, მუნტარი (66. ბრუნო), მემუშა (85. მილიჩევიჩი) - კაპრარი (76. ჩერი), ბენალი. ბაჰებეკი
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, რომანიოლი, პალეტა, ვანიონი - პაშალიჩი, სოსა (70. ლოკატელი), ფერნანდესი (76. კუცკა) - ოკამპოსი, დეულოფეუ, ბაკა (58. ლაპადულა)
მაყურებელი: 16 000

ნაპოლი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 0:1 ხედირა (7), 1:1 ჰამშიკი (60)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, სტრინიჩი (79. გულამი) - ალანი (69. ზელინსკი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (76. როგი) - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ასამოა - მარკიზიო (80. დიბალა), ხედირა - ლემინა (61. კუადრადო), პიანიჩი (87. რინკონი), მანჯუკიჩი - იგუაინი
მაყურებელი: 60 000

ორშაბათი. 3 აპრილი
ინტერი-სამპდორია 22:45

ბომბარდირები: 23 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
8 აპრილი:
ემპოლი-პესკარა, ატალანტა-სასუოლო, იუვენტუსი-კიევო;

9 აპრილი:
სამპდორია-ფიორენტინა, უდინეზე-ჯენოა, კროტონე-ინტერი, მილანი-პალერმო, ბოლონია-რომა, კალიარი-ტორინო, ლაციო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული