"მილანი" გაყიდულია - კლუბი ჩინელების მფლობელობაში გადავიდა

AutoSharing Option
"მილანის" მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ, როგორც იქნა, დაასრულა კლუბის გაყიდვის პროცესი.

"მილანი" ამიერიდან ჩინურ კონსორციუმს ეკუთვნის.

სილვიო ბერლუსკონის კომპანია Fininvest ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, სადაც ჩინურ კონსორციუმ Rossoneri Sport Investment Lux-ისთვის კლუბის აქციების 99.93 პროცენტის მიყიდვის შესახებ ისაუბრა.

გარიგების თანხად 740 მილიონი ევრო სახელდება. აქედან 220 მილიონი ვალების დასაფარად წავა.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი "მილანის" მფლობელი 31 წლის განმავლობაში იყო. ამ დროის განმავლობაში "მილანმა" ევროპასა და იტალიაში 29 ტიტული მოიპოვა.

მომზადებულია www.acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
სარფიანი გარიგებაა.
ახლა ძმაო სილვიო 100 მილიონად
ფიფა-ს კონკურენტი ორგანიზაცია
დავაფუძნოთ და ვაჩვენოთ სამყაროს
როგორ უნდა საქმის კეთება.
ვეტერანი
20:11 13-04-2017
0
ეეჰ ,კარგი იყო სილვიოს მილანი,მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
სოსო
23:50 13-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული