მილანის "ინტერი": სიმეონეს უარი და ახალი კანდიდატები

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ "ინტერმა" დიეგო სიმეონეს კონკრეტული წინადადებით მიმართა და 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც არგენტინელს 55 მილიონი ევრო უნდა აეღო. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ეს საკითხი "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ და დიეგო სიმეონეს აგენტმა განიხილეს.

არგენტინელმა მწვრთნელმა მოსაფიქრებლად 20-დღიანი ვადა მიიღო, თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, სიმეონეს არ დასჭირდა 20 დღე და მილანელებს უარი მალევე შეუთვალა. დიახ, დიეგომ "ინტერის" გაწვრთნა არ ისურვა და მილანელებს ახალი კანდიდატები ჰყავთ შესარჩევი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილანელებმა მეორე ყველაზე სასურველ
კანდიდატთან, ანტონიო კონტესთან მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან იტალიელი ლონდონში თავს კარგად გრძნობს, "ჩელსი" საჩემპიონო ტიტულისკენ მიჰყავს და არ აქვს არც ერთი მიზეზი, რომ ინგლისის დედაქალაქის დატოვებაზე იფიქროს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანელები ორ ვარიანტს ამუშავებენ: ლუჩანო სპალეტი და მარსელინიო - პირველი "რომას" მესაჭეა, მაგრამ შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს დედაქალაქური გუნდი, მეორე კი ძირითადად ესპანეთში მუშაობდა; ბოლოს "ვილიარეალს" ედგა სათავეში, იქამდე კი - "სევილიას", "რასინგს" და "სარაგოსას". ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მილანელები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტე იუვენტინოა, სულ უმუშევარი რომ დარჩეს ინტერში მაინც არ უნდა წავიდეს
ალეკო
11:17 28-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული