"როსონერი" მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს ევროპალიგაზე მოხვედრის შანსს, რომ "ინტერსაც" კრიზისი აქვს და ვერც სტეფანო პიოლის გუნდი ახერხებს ქულების აღებას. ვინჩენცო მონტელა სპორტულ ჟურნალისტებს ესაუბრა და ჩავარდნის უცნაური მიზეზი დაასახელა:
"რატომ ვეღარ ვიგებთ? - ყველა მიზეზის ჩამოთვლა რთულია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კლუბის მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებია. როდესაც კლუბი გასაყიდი იყო, ქვეცნობიერად ფეხბურთელები მაქსიმუმს
ეს ბუნებრივია, მაგრამ დაუშვებელია, რომ დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენი მიზანი ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კლუბის მესვეურეებისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ და შესაბამისად, მშვიდად ვმუშაობ - ჩემი ფიქრები მხოლოდ მომდევნო შეხვედრას დასტრიალებს".
ამასობაში, "მილანის" ახალმა მესვეურებმა პირველი ტრანსფერი შეათანხმეს - გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან მატეო მუსაჩო ლომბარდიული გუნდის ღირსებას დაიცავს.
26 წლის არგენტინელი მცველი "ვილიარეალში" ასპარეზობს და ესაპანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ცნობილია ისიც, რომ მუსაჩოს სანაცვლოდ "მილანი" 18 მილიონ ევროს გადაიხდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"