ჟერარდ დეულოფეუს გოლმა "მილანს" ქულა გადაურჩინა ბერგამოში "ატალანტასთან" მატჩში. "ატალანტა" თავიდან ანდრეა კონტიმ დააწინაურა - 1:1.
ფლორენციაში 5-გოლიან თრილერში "ფიორენტინამ" 3:2 დაამარცხა რომის "ლაციო". რომაელები ბალდე კეიტამ დააწინაურა, მაგრამ ბაბაქარმა და კალინიჩმა უპირატესობა "იებს" მოუპოვეს. შემდეგ სტუმრებმა ავტოგოლი გაიტანეს, ალესანდრო მურგიას გოლი კი დაგვიანებული აღმოჩნდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან სერიაA-ში სპალ-ი ითამაშებს, რომელმაც ეს პატივი ჩემპიონატის დამთავრებამდე გაინაღდა. სპალ-ი ბოლოს სერია A-ში 48 წლის წინათ თამაშობდა.
ფიორენტინა-ლაციო 3:2
გოლები: 0:1 ბ. კეიტა (55), 1:1 ბაბაქარი (67), 2:1 კალინიჩიჩი (73), 3:1 ლომბარდი (76 ს. კ.), 3:2 მურგია (81)
ატალანტა-მილანი 1:1
გოლები: 1:0 კონტი (44), 1:1 დეულოფეუ (88)
კვირა. 14 მაისი
ინტერი-სასუოლო 14:30
სამპდორია-კიევო 17:00
კალიარი-ემპოლი 17:00
პალერმო-ჯენოა 17:00
ტორინო-ნაპოლი 17:00
ბოლონია-პესკარა 17:00
კროტონე-უდინეზე 17:00
რომა-იუვენტუსი 22:45
1. იუვენტუსი - 85 ქულა; 2. რომა - 78; 3. ნაპოლი - 77; 4. ლაციო - 70; 5. ატალანტა - 66.