110 მილიონი ევრო ლუჩანო სპალეტის ტრანსფერებისთვის

AutoSharing Option
ლუჩანო სპალეტი ჩინეთში ჩავიდა, რათა "ინტერთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს - მილანური კლუბის მესვეურები ახალი მწვრთნელის ოფიციალურ პრეზენტაციას 12 ივნისს მოაწყობენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ჩინეთში სპალეტიმ და კლუბის მესვეურებმა სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრეს და გადაწყდა, რომ ამ ზაფხულს მილანელები ახალი ფეხბურთელების შესაძენად 110 მილიონ ევროს დახარჯავენ.

ამ თანხას გაყიდული ფეხბურთელების ფულიც დაემატება და ისიც ტრანსფერებში ჩაბრუნდება - მილანელები რამდენიმე ფეხბურთელს დააყენებენ ტრანსფერზე:

ანდრეა რანოკიას, სტევან იოვეტიჩს, ევერ ბანეგას, მარსელო ბროზოვიჩს და ჯეისონ მურილიოს. ბევრს საუბრობენ ივან პერიშიჩის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლის
შესახებ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, სპალეტიმ "ინტერის" მესვეურებს ხორვატის შენარჩუნება მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული