ფაბიო კაპელო: ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთი ჩამოაძინა

AutoSharing Option
იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო "რაი სპორტს" ესტუმრა და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა ფეხბურთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მოულოდნელად, კაპელომ პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ესპანელმა მწვრთნელმა ფეხბურთის სანახაობრივი მხარე უარესობისკენ შეცვალა:

"20 წელიწადში ერთხელ მოდიან მწვრთნელები, რომლებიც ფეხბურთში რევოლუციას აწყობენ. თავის დროზე, ასეთი რევოლუციონერი იყო რენუს მიხელსი, რომლის "აიაქსი" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა - შემდეგ არიგო საკი გამოჩნდა და თავისი "მილანით" ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

შემდეგ პეპ გვარდიოლას ხანა დადგა, რომელმაც სპორტის ეს ულამაზესი სახეობა აშკარად გააფუჭა - გვარდიოლამ ფეხბურთი ჩამოაძინა და ეს
ჩემი პირადი მოსაზრებაა.

საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მაურიციო სარი, რომელსაც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის გაღვიძება შეუძლია. სარი შესანიშნავი მწვრთნელია და ცოტა მეტი რესურსი რომ ჰქონდეს, არავის დაუდებდა ტოლს. ვფიქრობ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მაურიციოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
100 % ვეთანხმები რა უქნა ბაიერნს სულ ბურთის თრევა კარში დარტყმა ნაკლებად, ეგ რა მოსაწონი ფეხბურთია
burusa
20:26 09-06-2017
0
აი მაგას ვიძახი რა ხანია. ტიკი-ტაკა არის ავტობუსი "უკუღმა". თამაშს კლავს ტიკი-ტაკა რეალურად...
elguja
11:14 10-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული