მესამე შეხვედრაში "აძურინიმ" გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. არადა, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთს რომ დანიის ეროვნული გუნდისთვის მოეგო, იტალია ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩებოდა.
თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, დანიამ სძლია ჩეხეთს, რაც არა მარტო იტალიის, გერმანიის ნაკრებისთვისაც სასურველი შედეგი აღმოჩნდა - იტალიის ნაკრები გერმანიას მინიმალური ანგარიშით უგებდა და ცხადი იყო, რომ ამ შედეგს ორივე გუნდი პლეი ოფში გაჰყავდა...
ეს მატჩი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"იყო თუ არა ჩაწყობილი იტალია-გერმანიის პაექრობა? - მსგავსი სისულელე არასდროს მომისმენია. თამაშის წინ ჩვენი მიზანი გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხება იყო - მხოლოდ 3:0 გვაძლევდა ხელს და ამად იყო, რომ გატანილი გოლის შემდეგ ფედერიკო ბერნარდესკიმ ბურთს ხელი სტაცა და ცენტრისკენ გაიქცა.
ჩვენ არ გვქონდა არავითარი გარანტია, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთი წააგებდა - ამიტომ მხოლოდ 3 ბურთის სხვაობით მოგებაზე ვფიქრობდით. თამაშის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ 1:0-იც სრულიად საკმარისი იყო, რადგან ჩეხეთი დანიასთან აგებდა - მითხარით, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვერისკა და რატომ უნდა წავსულიყავით შეტევაში აქტიურად? - ბუნებრივია, აღარც გერმანელები გარისკავდნენ, რადგან მეორე გოლის გაშვების შემთხვევაში, ჯგუფში რჩებოდნენ, 0:1 კი მათთვის მისაღები შედეგი იყო - ეს რეალობა მოიტანა თამაშების მიმდინარეობამ, წინასწარ კი არავის არაფერი დაუგეგმავს.
მოეგო ჩეხეთს და ჩვენი ნაკრები სახლში დაბრუნდებოდა. ის, რომ ბოლო 20 წუთში გუნდებმა აღარ გარისკეს და მათთვის მისაღები შედეგი შეინარჩუნეს, სრულიად ბუნებრივია და ამაში არაფერია მიუღებელი. თუ უეფა მომავალში ისეთ ფორმატს მოიფიქრებს, რომ მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული ვიყოთ, საწინააღმდეგო არაფერი მექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"