მსოფლიოს ჩემპიონი გუნდს სოციალური ქსელით ეძებს

AutoSharing Option
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო ახალ კლუბს სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებს.

35 წლის მცველმა გასული სეზონი "ვიჩენცაში" გაატარა, 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, არც ერთი გოლი არ გაუტანია და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. ამ ზაფხულს ძაკარდოს "ვიჩენცასთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუხანგრძლივეს. ძაკარდომ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გაავრცელა:

"მინდა გაცნობოთ რომ არც ერთ კლუბთან ხელშეკრულება არ მაკავშირებს და თავისუფალი აგენტი ვარ. კარგ ფორმაში ვარ და კიდევ ორი წელი უმაღლეს დონეზე შემიძლია თამაში. თუ რომელიმე კლუბი დაინტერესებულია ჩემთან თანამშრომლობით, მზად
ვარ განვიხილო შეთავაზება".

კრისტიან ძაკარდომ კარიერის საუკეთესო წლები "პალერმოში" გაატარა - სწორედ სიცილიურ გუნდში კარგი ასპარეზობით მოხვდა იტალიის ეროვნულ ნაკრებში და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თუმცა, მუნდიალზე დიდად ვერ გაიბრწყინა - "სკუადრა აძურამ" ტურნირზე სულ ორი გოლი გაუშვა და აქედან ერთი ზინედინ ზიდანმა გაუტანა ფინალში თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ხოლო მეორე (თუმცა რიგითობით პირველი) სწორედ ძაკარდომ - საკუთარ კარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია, დაურიგოს აბონიმენტები ცნობილ სახეებს და თხოვოს იარონ საშინაო თამაშებზე. მერე ამათ შემხედვარე სხვაც მოვა თორე ისე დაავიწყდათ ფეხბურთი ჩვენთან უკვე აღარც კომედი შოუში ღადაობენ ფეხბურთელებზე.
0
დინამოს მთავარი პრობლემა და ზოგადად ფეხბურთის ჩვენთან აშკარად არის დასწრება. ჩვენ ძალიან მტიკვნეულად ვიტანთ გუნდის წაგებას ან მოგებას და თუ აგებს აღარ გვინდა ნახვა. ჩრდილო დასავლეთში და განსაკუთრებით ბრტანეთში ფეხბურთსაც და სხვა სპორტსაც აღიქვამენ მოვლენას სად შეგიძლია მიხვიდე გაერთო ცოტა თუ შენი გუნდი მოიგებს გაგიხარდეს თუ არა და კარგი თამაშით ისიამოვნო (ულტრასების პატარა ჯგუფები არ იგულისხმება და აღარცაა უკვე ბევრი). დინამოზე წარმოიდგინეთ 50 000 კაცი რომ მიდიოდეს თამაშზე და თუნდაც 2 ლარი ღირდეს საშუალოდ ბილეთი. ჯერ რამხელა მოტივაციაა, ეს იმის საშუალებას მისცემს რომ სპონსორებთან კაი ხელშეკრულებები დადოს და თან თითო თამაშიდან 100 000 შემოსავალით უკვე რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელს ჩამოიყვან. ამიტომ პატარა წარმატება და კარგი მარკეტინგი სჭირდებათ თუ უნდათ გრძელვადიანი შედეგი. ფიფია დამოკიდებულება ამ მიმართულებით ისეთია რომ მარტო სპორტული შედეგებით ცდილობს მიაღწიოს და ისიც არ გამოდის.
elon
14:57 19-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული