"მინდა გამოვაცხადო, რომ დღეიდან ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემ საფეხბურთო საქმიანობაზეა პასუხისმგებელი, მინო რაიოლა იქნება", - განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.
24 წლის ვერატი დონატო დი კამპლის საქმიანობით უკმაყოფილო იყო და ის დაითხოვა. აგენტის მიერ პსჟ-ს ხელმძღვანელობის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, იტალიელ ფეხბურთელს ბოდიშის მოხდაც კი მოუხდა.
რაიოლა ისეთი ცნობილი ფეხბურთელების აგენტია, როგორიც ზლატან იბარჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი და ჯანლუიჯი დონარუმა არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"