ანტონიო კასანო: ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი!

AutoSharing Option
ანტონიო კასანომ ფეხბურთიდან წასვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, მეორედ ბოლო 6 დღეში.

10 ივლისს, კასანომ, რომელსაც ფეხბურთი უკვე 1 წელია არ უთამაშია, "ვერონასთან" კონტრაქტი გააფორმა.

- კასანო ფეხბურთს უბრუნდება

18 ივლისს, 35 წლის თავდამსხმელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

- ანტონიო კასანომ ფეხბურთში დაბრუნებიდან 8 დღეში კარიერა დაასრულა

ასევე 18 ივლისს, კასანომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაიფიქრა.

- ანტონიო კასანო - დაბრუნება, წასვლა და ისევ დაბრუნება 8 დღეში

24 ივლისს, ანტონიომ ფეხბურთიდან წასვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, კასანოს ოჯახს ჩრდილოეთ იტალიაში
ცხოვრება არ სურს და ფეხბურთელის გადაწყვეტილების მიზეზიც ესაა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული