კასანო ფეხბურთს უბრუნდება

AutoSharing Option
ანტონიო კასანომ ერთწლიანი შესვენების შემდეგ საფეხბურთო მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტა. 34 წლის თავდამსხმელმა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, კონტრაქტი "ვერონასთან" გააფორმა. ახალ გუნდში ის 99 ნომრით ითამაშებს.

კასანოს, იტალიის ნაკრების გარდა (39 თამაში, 10 გოლი), "ბარიში", "რომაში", "რეალში", "მილანში", "ინტერში", "პარმაში" და 2-ჯერ "სამპდორიაში" უთამაშია. სწორედ გენუელებს ეკუთვნოდა ის გასულ სეზონში. თუმცა, ფეხბურთელი მოედანზე 2016 წლის 8 მაისის შემდეგ არ გვინახავს.

კასანო ერთადერთი შემტევი არაა, რომლითაც "ვერონა" გაძიერდა. გუნდმა ასევე დაიმატა 29 წლის ალესიო ჩერჩი, რომელსაც "რომას", "ფიორენტინას", "ატლეტიკოსა" და "მილანის" გარდა,
14 თამაში იტალიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული, თუმცა, უგოლოდ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიპი ლიდერი იყო "რომაში".თამაშს არ ტოვებდა გოლის გარეშე?...
რა ჯანდაბა უნდოდა რეალში რომ მიდიოდა?
ზაზა
10:57 11-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული