ვეტერანი თავდამსხმელი, რომელიც გასული წლის მაისის შემდეგ უთამაშებელია, ფეხბურთს მიმდინარე წლის 10 ივლისს დაუბრუნდა. მან კონტრატქი "ვერონასთან" გააფორმა. 18 ივლისს, კასანომ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, იმავე დღეს გადაიფიქრა, 24 ივლისს კი, ბუცები ლურსმანზე კიდევ ერთხელ ჩამოკიდა.
- ანტონიო კასანო: ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი!
კასანოს ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება უნდა. იტალიელის სურვილია, გენუაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად იცხოვროს.
გენუასთან ახლოს, სავონაში,
"რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ და ასეთი კალიბრის ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია. თუმცა, ანტონიო კასანოს გარანტირებული ექნება ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ქალაქის სიყვარული. გარდა ამისა, მას შეუძლია ჩვენი თეთრი ფარინატა მიირთვას, რამდენიც გაუხარდება.
კასანოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებთ და გვესმის, რომ მას ნოსტალგია აწუხებს. სწორედ ამიტომ ვეპატიჟებით მას სავონაში. ჩვენი ქალაქი კი ჯენოადან ახლოსაა. ასე რომ, კასანოს შეუძლია ჩვენთან ითამაშოს და როცა ნოსტალგია შეაწუხებს, სახლში წავიდეს." - ციტირებს ფაბიო ტობიას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.