დინო ძოფი: "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში იკერ კასილიასი ლიონელ მესის შემდეგ მეორე იქნება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა დინო ძოფმა ისაუბრა, თუ "ოქროს ბურთის" მოპოვების რა შანსები აქვს ესპანელ მეკარე იკერ კასილიასს.

"ამ ჯილდოს იკერ კასილიასს სიხარულით მივანიჭებდი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერ წარმომიდგენია, რომ ის მას მიიღებს. ვფიქრობ, ეს ჯილდო კვლავ ლიონელ მესის ერგება. მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ, ის საფეხბურთო მოედანზე ნამდვილი არტისტია. მესი საუკეთესოა და კრიშტიანო რონალდო მასთან ახლოსაა. ისინი მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები არიან. შემდეგ უკვე დანარჩენები მოდიან: კასილიასი, პირლო, ბუფონი", - თქვა იტალიელმა.

ამასთან ძოფი დარწმუნებულია, რომ კასილიასისთვის ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტთა
სამეულში მოხვედრაც კარგი შედეგი იქნება.

"ყველაფერი შესაძლებელია. 1973 წელს იოჰან კრუიფის შემდეგ მეორე ვიყავი. ვფიქრობ, ამჯერად კასილიასის მიერ ნაჩვენები ბრწყინვა შედეგები მას მესის შემდეგ დამკვიდრების საშუალებას მისცემს.

მიმაჩნია, რომ მეკარეებისთვის "ოქროს ბურთის" მინიჭების სხვა კრიტერიუმები არსებობს, რადგან ის ბურთის ოსტატებისთვისაა განკუთვნილი. კასილიასი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ მესი განსაკუთრებულია", - დასძინა ძოფიმ.

ასევე იხილეთ
ალფრედო დი სტეფანო: არ ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთი" იკერ კასილიასს ერგება
France Football: "ოქროს ბურთს" ყველაზე მეტად იკერ კასილიასი იმსახურებს
"ოქროს ბურთი": ფავორიტი ისევ ლიონელ მესია, კრიშტიანო რონალდო კი მეორე აღარ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული