სილვიო ბერლუსკონის 4 წელი მიუსაჯეს

AutoSharing Option
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის, რომელიც სასამართლომ გადასახადების დამალვის საქმეში დამნაშავედ სცნო, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 76 წლის მედია მაგნატი ციხეში ჩაჯდება, რადგან იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის რომ ვერდიქტი საბოლოო იყოს, საქმემ აპელაციის ორი ეტაპი უნდა გაიაროს.

თავად სილვიო ბერლუსკონი პროცესს არ ესწრებოდა, მის ადვოკატებს კი კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ისინი აპელაციას შეიტანენ.

"მილანის" მფლობელის წინააღმდეგ ერთდროულად რამოდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის სილვიოს ბრალად არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ედება, თუმცა ყოფილი პრემიერი ყველა ბრალდებას
უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ბერლუსკონის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ სილვიო კიდევ ერთხელ გახდა იტალიის პრემიერ-მინისტრი და საქმე დროებით შეჩერდა.

"მედიასეტის" მფლობელი არ არის პირველი ყოფილი პრემიერი, რომელიც სასამართლომ კრიმინალში დამნაშავედ სცნო.

ყოფილი სოციალისტ პრემირ-მინისტრ, ბეტინო კრაქსის, კორუფციული გარიგებების გამო, 1994 წელს 8,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ის ციხეში ასეც არ ჩამჯდარა, რადგან ტუნისში გაქცევა მოასწრო, სადაც ისე გარდაიცვალა, რომ იტალიაში არც დაბრუნებულა.

ჯულიო ანდრეოტი, რომელიც სამჯერ იყო იტალიის პრემიერი, მაფიასთან კავშირში და მკვლელობებში დაადაშაულეს, თუმცა ის არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული