"არასდროს ვმალავდი, რაოდენ ვაფასებ ვესლის. ის მუდმივად თამაშობდა, სანამ ტრავმას მიიღებდა.
შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, "ინტერში" ცვლილებები მოხდა. არ შეცვლილა ჩვენი კლუბი, მაგრამ სახე იცვალა ჩვენმა თამაშმა.
ჩვენ სნეიდერის შემცვლელის ძიებაში ვართ. ადვილი არაა მისი დონის ფეხბურთელის ნახვა. როგორც წესი, კლუბები ასეთი მოთამაშეების გაშვებისგან თავს იკავებენ.
ასეა თუ ისე, კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე იმუშავებს
შეგახსენებთ, რომ "გალათასარაის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სნეიდერი თურქულ კლუბში გადასვლას უკვე დათანხმდა.
ასევე იხილეთ:
სერია A. XX ტურის წინ: რა შეიცვლება ლიდერთა მარაქაში?
"ლივერპულმა" "ინტერს" ვესლი სნეიდერის ტრანსფერზე მიმართა
ვესლი სნეიდერის ნაადრევი შვებულება