ფერნანდო ლორენტემ "იუვენტუსთან" ხელფასი შეათანხმა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" 27 წლის ფორვარდი ფერნანდო ლორენტე ტურინის "იუვენტუსში" სეზონში 4,5 მილიონ ევროს მიღებს. როგორც მისი აგენტი ამბობს, ეს მხოლოდ საბაზისო ხელფასი იქნება და მას ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ლორენტე ზაფხულში გადადის "იუვენტუსში", მას მერე, რაც "ბილბაოსთან" ხელშეკრულება დაუსრულდება, მაგრამ იტალიელებს მისი შეძენა ახლავე სურთ.

ლორენტე "ბებერ ქალბატონთან" 2017 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომელშიც იქნება პუნქტი, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესახებ.  

ასევე იხილეთ:
ტურინელთა ულტიმატუმი ბასკებს: 4 მილიონი ფერნანდო ლორენტეში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული