"ბებერი ქალბატონი" უკვე გაურიგდა ბასკ ფორვარდს. 1 ივლისიდან 27 წლის ლორენტე "იუვეს" ფორმას მოირგებს. იტალიელებს მისი ახლავე გადაბირებაც სურდათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ახლა მათ თვალი 31 წლის "ელ გუახეს" დაადგეს.
დღეისათვის "იუვენტუსის" ერთადერთი სუსტი რგოლი თავდასხმაა - ვილიას და ლორენტეს დუეტის შემთხვევაში კი სუსტი რგოლი შეიძლება საუკეთესოდაც იქცეს.
აღსანიშნავია, რომ ვილიას ყიდვა "იუვენტუსს" ზაფხულშიც სურდა. თავად
ესპანური პრესის ცნობით, ვილიამ უკვე უთხრა ტიტო ვილანოვას, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში "ბარსადან" წასვლა გადაწყვიტა.
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ლორენტემ "იუვენტუსთან" ხელფასი შეათანხმა
დავიდ ვილიას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და "ბარსელონადან" წასვლა სურს