"იუვენტუსი" შეტევაში ესპანური სუპერდუეტის შექმნას აპირებს

AutoSharing Option
ესპანური პრესა წერს, რომ "იუვენტუსის" სამწვრთნელო შტაბი შეტევაში ესპანური დუეტის შექმნას აპირებს - უკვე დაბევებულ ფერნანდო ლორენტეს ტურინში შეიძლება დავიდ ვილიაც მიჰყვეს.

"ბებერი ქალბატონი" უკვე გაურიგდა ბასკ ფორვარდს. 1 ივლისიდან 27 წლის ლორენტე "იუვეს" ფორმას მოირგებს. იტალიელებს მისი ახლავე გადაბირებაც სურდათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ახლა მათ თვალი 31 წლის "ელ გუახეს" დაადგეს.

დღეისათვის "იუვენტუსის" ერთადერთი სუსტი რგოლი თავდასხმაა - ვილიას და ლორენტეს დუეტის შემთხვევაში კი სუსტი რგოლი შეიძლება საუკეთესოდაც იქცეს.

აღსანიშნავია, რომ ვილიას ყიდვა "იუვენტუსს" ზაფხულშიც სურდა. თავად
"ბარსას" ფორვარდი გაურკვევლობაშია. კატალონიიდან წასვლა არ სურს, მაგრამ არც დღევანდელი სიტუაცია აკმაყოფილებს, როცა სათანადო სათამაშო პრაქტიკა არა აქვს.

ესპანური პრესის ცნობით, ვილიამ უკვე უთხრა ტიტო ვილანოვას, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში "ბარსადან" წასვლა გადაწყვიტა.

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ლორენტემ "იუვენტუსთან" ხელფასი შეათანხმა
დავიდ ვილიას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და "ბარსელონადან" წასვლა სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული