შესაბამისად, XXIII ტური განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაერთ ფეხბურთელს ექნება დებიუტი ახალი გუნდის შემადგენლობაში...
მაცარი ტაქტიკას ცვლის
შაბათის შეხვედრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს "ნაპოლი"-"კატანია" იწვევს, რადგან ვალტერ მაცარის გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული. ამასთან, კარგი ტემპი აკრიფა და ასევე აღმავლობის პროცესში მყოფ მეტოქესთან მოუწევს ჭიდილი.
სამხრეთული ჯახი წესით ძაალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან როგორც წესი, "ნაპოლის" უჭირს "კატანიასთან" გამკლავება და ეს
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ვალტერ მაცარი საყვარელ ტაქტიკაზე უარს იტყვის და გუნდს 4-3-1-2-ზე გადააწყობს. არადა, ნეაპოლელებს სწორედ დაცვაში უჭირთ, რადგან ერთბაშად ორი უკანახაზელი ჰყავთ დისკვალიფიცირებული: უგო კამპანიარო და მიგელ ბრიტოსი.
მაცარი ცენტრში ალესანდრო გამბერინი-პაოლო კანავაროს ტანდემს გაამწესებს, ფლანგებზე კი სავარაუდოდ კოლუმბიელებს დაეყრდნობა - მარჯვნივ კამილო ცუნიგას, ხოლო მარცხნივ პაბლო არმეროს.
საინტერესო ვარიანტია და ვნახოთ, როგორ გაირჯებიან მაცარის შეგირდები. ედინსონ კავანი, გორან პანდევი და მარეკ ჰამშიკი მწყობრში არიან, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
კონტეს დაცვაში უჭირს
"ნაპოლის" მსგავსად, დაცვაში აქვს პრობლემები "იუვენტუსსაც", რომელსაც "კიევოსთან" უწევს გასვლითი პაექრობა. ლეონარდო ბონუჩი დისკვალიფიცირებულია, ჯორჯო კიელინი კი ერთდროულად დისკვალიფიცირებულიცაა და ტრავმაც აქვს.
მოკლედ, ანტონიო კონტეს ძირითადი შემადგენლობის სამი მცველიდან ორი აკლია და შესაბამისად, ექსპერიმენტების ჩატარება უწევს.
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ანდრეა ბარცალისთან ერთად, დაცვაში ლუკა მარონე და მარტინ კასერესი გაირჯებიან.
საგულისხმოა, რომ ამ პირობებშიც კი თადარიგში რჩება ფედერიკო პელუზო, რომელიც სულ სხვა იმედებით გადაბარგდა ტურინში.
შეტევის წინა ხაზზე კონტე ალბათ სებასტიან ჯოვინკოს და ალესანდრო მატრის გაამწესებს, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს თადარიგში მოაზრებული ნიკოლას ანელკა იწვევს. ვარაუდობენ, რომ ფრანგი მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.
ბოლო თამაშები "იუვემ" არც თუ მაღალ დონეზე ჩაატარა და შედეგად, იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. კვლავაც აქტუალურია "ვეკია სენიორას" კრიზისის ამბავი და ვნახოთ, გააქარწყლებენ, თუ პირიქით, გაამყარებენ ტურინელები ამ მოსაზრებას.
კლოზე-ფლოკარის ტანდემი?
ლიდერთა სამეულში მყოფი :ლაციო" "ჯენოას" ესტუმრება, გუნდს, რომელიც სატრანსფერო პერიოდში გვარიანად გაძლიერდა. ერთ-ერთი ახალწვეული მატია კასანი ლიგურიელებს სასტარტო შემადგენლობაში ეყოლებათ, რომელმაც გულშემატკივრებს პირობა მისცა: "ჯენოა" აუცილებლად შეინარჩუნებს ადგილს ელიტაშიო.
დიახ, გენუელები სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და "ლაციოსთან" მატჩის წინ, ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ.
რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის თქმით, სათასო ბატალიის შემდეგ, მისი გუნდი ოდნავ გადაღლილია, რაც შეშფოთების საბაბია. ამიტომ, დიდია შანსი, მწვრთნელმა ისევ როტაციას მიმართოს და შემადგენლობა გადაახალისოს.
იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, პეტკოვიჩმა შესაძლოა სქემა შეცვალოს და 4-5-1-დან 4-4-2-ზე გადავიდეს. ამის მიზეზი სერჯო ფლოკარის ათამაშებაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება მიროსლავ კლოზეს შეუწყვილდეს. მით უმეტეს, ერნანესია დაშავებული და რომაელებს შუა ხაზში დეფიციტი აქვთ.
კლოზე-ფლოკარის ტანდემი საინტერესო სანახავი იქნება და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომაელთა თავკაცი.
ბალოტელის დებიუტი
"ინტერი" "სიენას" ესტუმრება, "მილანი" კი "უდინეზეს" მიიღებს. მილანური გრანდები ფავოროტებად ითვლებიან, მაგრამ სერია A-ში რომ იოლად ვერაფერს დაგეგმავ, ფაქტია. მით უმეტეს, არც "როსონერის" უდგას საუკეთესო დროება და არც "ნერაძურის".
თუ "გაძეტას" ვენდობით, ანდრეა სტრამაჩონი ახალწვეულების თამაშისგან თავს შეიკავებს, რადგან კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი და სკელოტო განაცხადშიც კი არ მოიაზრებიან.
სამაგიეროდ, "სან სიროზე" გველოდება ერთი სიახლე და თანაც როგორი, "მილანში" მარიო ბალოტელი ითამაშებს. ყველა სპორტული გაზეთის ვერსიით, სუპერ-მარიო ძირითად შემადგენლობაშია და ალბათ, ასეც იქნება.
ბალო ცენტრფორვარდი იქნება, ფლანგებიდან კი მას მბიაე ნიანგი და სტეფან ელ შაარავი დაეხმარებიან. ახალგაზრდა და მეტად პერსპექტიული ტრიოა - ვერაფერს იტყვი...
იტალია. სერია A. XXIII ტური
1 თებერვალი
რომა-კალიარი 2:4
2 თებერვალი
ტორინო-სამპდორია 21.00
დისკვალიფიკაცია: ობიანგი (სამპდორია).
ტრავმა: ოგბონა, დიოპი (ტორინო).
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=5-8, (17-22)
ნაპოლი-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: კამპანიარო, ბრიტოსი - ალვარესი, კასტრო.
ტრავმა: მაჯო - შაკა, ალმირონი.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=4-5, (15-15)
3 თებერვალი
კიევო-იუვენტუსი 15.30
დისკვალიფიკაცია: ბონუჩი, ვუჩინიჩი, კიელინი (იუვენტუსი).
ტრავმა: სარდო, დრამე, ლუსიანო, პელისიერი - მარკიზიო, კიელინი, პეპე, ბენდტნერი.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +1=6-12, (17-35)
ფიორენტინა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: აკვილანი (ფიორენტინა).
ტრავმა: როსი, აგაცი - გალოპა, სანტაკროჩე.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +15=9-10, (49-39)
ჯენოა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: ანტონელი - ბიავა, დიასი.
ტრავმა: იანკოვიჩი, ვარგასი, ფლორო ფლორესი - ედერსონი, ერნანესი.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=3-8, (14-26)
პალერმო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: მიკოლი, ფონ ბერგენი, არონიკა - ბრივიო.
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი - კაპელი, ბელინი, მარილუნგო, ლუკინი, ფერი.
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=5-4, (17-14)
პესკარა-ბოლონია 18.00
ტრავმა: გაბიადინი, ნატალი (ბოლონია).
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=2-3, (3-6)
სიენა-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი (სიენა).
ტრავმა: პოცი - კასტელაცი, სამუელი, სტანკოვიჩი, მუდინგაი.
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +1=4-12, (15-32)
მილანი-უდინეზე 23.45
ტრავმა: დიდაკ ვილა, დე იონგი, ამბროზინი - ბრკიჩი, ბადუ.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +21=9-10, (78-44)
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი); 9 - ჯილარდინო (ბოლონია); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), ჰამშიკი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XXII ტურის შეჯამება: გაიცანით, მორიგი ორიუნდი - მაურო იკარდი!