ბერლუსკონი: ბალოტელის გამო შეიძლება არჩევნებში ხმებიც დავკარგო

AutoSharing Option
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც "მილანის" მფლობელია, უარყო კრიტიკოსთა მოსაზრება, რომლის თანახმად, გუნდისთვის იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი საპარლამენტო არჩევნების წინ პიარ-კამპანიისთვის შეიძინა.

"ეგ კი არა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბალოტელის ყიდვის გამო შეიძლება ხმებიც დავკარგო.

ხომ არიან სხვა გუნდების გულშემატკივრები, რომლებსაც სულაც არ ახარებთ ის, რომ "მილანმა" ასეთი ფეხბურთელი დაიმატა?!"
- აქვეყნებს ბერლუსკონის ნათქვამს იტალიური პრესა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIV ტური: როცა გოლი ფეხშიშველსაც გაგაქვს [VIDEO]
ბერლუსკონის ძმამ ბალოტელის "ჩვენი ოჯახის პატარა ზანგი" უწოდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული