"ინტერისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო "როსონერის" სამ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა.
მარიომ ჟურნალისტებს გაუმხილა, თუ რა უთხრა თანაგუნდელ მ'ბაი ნიანგს, სანამ საჯარიმოდან გაიტანდა.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "პარმა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
"ორი საჯარიმოდან ვერ გავიტანე. ხოლო, სანამ მესამეს დავარტყამდი ნიანგს ვუთხარი, რომ თუ არ გავიტანდი შემდეგ საჯარიმოს ის შეასრულებდა.
საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და იდეალურ ფორმასთან ახლოს ვარ", - თქვა ბალოტელიმ.
Video
მილანი - პარმა 2:1
მილანი - პარმა 2:1
მომზადებულია Sky Sport Italia-ს
ასევე იხილეთ:
სერია A. XXV ტურის წინ: დიდი მატჩების დიდი ინტრიგა