მარიო ბალოტელი: იდეალურ ფორმასთან ახლოს ვარ [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ახალ გუნდში ყოფნით ბედნიერია.

"ინტერისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო "როსონერის" სამ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა.

მარიომ ჟურნალისტებს გაუმხილა, თუ რა უთხრა თანაგუნდელ მ'ბაი ნიანგს, სანამ საჯარიმოდან გაიტანდა.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "პარმა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"ორი საჯარიმოდან ვერ გავიტანე. ხოლო, სანამ მესამეს დავარტყამდი ნიანგს ვუთხარი, რომ თუ არ გავიტანდი შემდეგ საჯარიმოს ის შეასრულებდა.

საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და იდეალურ ფორმასთან ახლოს ვარ",
- თქვა ბალოტელიმ.

VideoSportall.Ge
მილანი - პარმა 2:1


მომზადებულია Sky Sport Italia-ს
მიხედვით

ასევე იხილეთ:
სერია A. XXV ტურის წინ: დიდი მატჩების დიდი ინტრიგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული