მარჩელო ლიპი: იტალიური კლუბები ეროვნულ ნაკრებს არ გვანან

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ამჟამად "გუანჩჟოუ ევერგრანდეს" მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ იტალიური კლუბების ევროთასებზე გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა.

"ევროთასების ნახევარფინალურ სტადიებზე გუნდების არყოფნა ცუდი ნიშანია მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის. ეს აისახება ეკონომიკურ სიტუაციაზეც, რადგან საუკეთესო ევროპულ კლუბებს სატრანსფერო ბაზარზე სრულებით სხვა ფინანსური შესაძლებლობები ექნებათ.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ის გვახარებს თავისი თამაშით. "სკუადრა აძურა" ბრწყინვალე ფორმაშია. ჩეზარე პრანდელის გუნდმა პრაქტიკულად გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

ნაკრებს დიდი მომავალი აქვს. სამწუხაროდ, იტალიური კლუბები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე შედეგებით, როგორითაც ეროვნული გუნდი",
- თქვა ლიპიმ, რომლის ხელშიც
იტალიის ნაკრებმა 2006 წლის მუნდიალი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული