სტეფან ელ შაარავი და ინსინიე "აძურინიში"

AutoSharing Option
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევის მანჯამ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომელთაგან ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელ 23-კაციან შემადგენლობას შეარჩევს.

გაფართოებულ სიაში ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ და შესაბამისად, ეს საკითხი თვით ჩეზარე პრანდელისთან უნდა შეთანხმდეს. საქმე იმაშია, რომ კონტინენტის ახალგაზრდული პირველობა ისრაელში 5-დან 18 ივნისამდე გაიმართება, დაახლოებით ამ პერიოდში კი იტალიის ეროვნულ გუნდს კონფედერაციათა თასზე მოუწევს ასპარეზობა. მანჯას თქმით, უახლოეს დღეებში პრანდელის შეხვდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ვფიქრობთ, იტალიური ფეხბურთის მოყვარულებისთვის "აძურინის" გაფართოებულ შემადგენლობასთან გაცნობა საინტერესო უნდა იყოს,
მით უმეტეს, შეტევის ხაზი მძლავრად გამოიყურება...

იტალიის ახალგაზრდული ნაკრები

მეკარეები: ბარდი (ნოვარა), კოლომბი (მოდენა), ლეალი (ლანჩანო), პილიაჩელი (სასუოლო).

მცველები: ანტეი, ფრასკატორე (ორივე სასუოლო), ბიანკეტი (ვერონა), ბირალი (ჩიტადელა), კალდიროლა (ბრეშა), კაპუანო (პესკარა), კრეშენცი (ნოვარა), კრიმი, დონატი (ორივე გროსეტო), დე შილიო (მილანი), რეჯინი (ემპოლი), საბელი (ბარი), რომანიოლი (სპეცია), სანტონი (ნიუკასლი, ინგლისი).

ნახევარმცველები: ბაზელი (ჩიტადელა), სალა (ჰამბურგი, გერმანია), ბელომო, ფედატო (ორივე ბარი), ბერარდი (სასუოლო), ბერტოლაჩი (ჯენოა), ფლორენცი (რომა), მარონე (იუვენტუსი), როსი (ბრეშა), სანსონე (პარმა), საპონარა (ემპოლი), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ვივიანი (პადოვა).

თავდამსხმელები: ელ შაარავი (მილანი), ინსინიე (ნაპოლი), ბორინი (ლივერპული, ინგლისი), დესტრო (რომა), გაბიადინი (ბოლონია), იმობილე (ჯენოა), პალოსკი (კიევო), დე ლუკა (ატალანტა), ძაძა (ასკოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტეფან ელ შაარავის მილიონები არ ანაღვლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული