"თამაშის დროს ფეხში ტკივილები ვიგრძენი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ტრავმა ასეთი მძიმე გამოდგებოდა. ოპერაცია უნდა გავიკეთო და სარეაბილიტაციო პერიოდი 4-5 თვეს წაიღებს. როგორც ექიმებმა მითხრეს, მცირე გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, 6 თვეც კი გამიცდეს. იმაში მაინც გამიმართლა, რომ წინ ხანგრძლივი პაუზაა - ყველაფერს გავაკეთებ,
ჯამპაოლო პაცინის ბევრი კონფედერაციათა თასზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში მოიაზრებდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, არა ჩეზარე პრანდელი... ერთ-ერთ წინა ნომერში "სკუადრა აძურას" გაფართოებული შემადგენლობა გაგაცანით, სადაც პაცოს გვარი არ ფიგურირებს... შესაბამისად, ამ კუთხით, არც "აძურა" და არც თვითონ ფეხბურთელი არაფერს კარგავენ.
ამასობაში "მილანმა" 26 წლის მცველი კრისტიან საპატა ესპანური "ვილიარეალიდან" გამოისყიდა. კოლუმბიელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა ლომბარდიულ გრანდთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების გაფორმება და საწადელი აუხდა. კონტრაქტის მიხედვით, საპატა "მილანში" კიდევ მინიმუმ სამი წელი უნდა დარჩეს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი ექვსი მილიონი ევროა. კმაყოფილმა საპატამ ემოციები არც ჟურნალისტებთან დამალა:
"იტალიაში თავს დიდებულად ვგრძნობ და ძალიან მიხარია, რომ "მილანთან" ხელშეკრულება გავაფორმე. ვფიქრობ, დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია და ამას მომდევნო სეზონშივე დავამტკიცებთ. განსაკუთრებული მადლობა მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ბოლომდე მენდო და საერთოდაც, ჩემი ტრანსფერის ინიციატორი გახლდათ. დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მომავალშიც ალეგრი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანიმ მასიმილიანო ალეგრის წასვლა უარყო