სტევან იოვეტიჩი "იუვეში" გადადის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები გონსალო იგუაინის მიმართულებით გადამწყვეტ შტურმზე არიან, მაგრამ ეს არ უშლით ხელს იმაში, რომ სხვა ფრონტზეც გააქტიურდნენ.

"კორიერე დელო სპორტმა" ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელმაც მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა - ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "იუვეს" მესვეურები ფლორენციელ კოლეგებს სტევან იოვეტიჩის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და შესაბამისად, 23 წლის ჩერნოგორიელი შემტევი "ვეკია სენიორაში" გააგრძელებს კარიერას.

ითქვა ისიც, რომ სანაცვლოდ ფლორენციელები 18 მილიონ ევროს და პლუს ორ ფეხბურთელს მიიღებენ. ერთი აუცილებლად მაურისიო ისლა იქნება, მეორე კი შემდეგი ოთხი ფეხბურთელიდან აირჩევა: ალესანდრო მატრი, ფაბიო კვალიარელა,
სებასტიან ჯოვინკო, ლუკა მარონე.

ტურინელთა შეთავაზება მართლაც მაცდურია, მით უმეტეს, იოვეტიჩს ტრავმები სჩვევია და როგორც წესი, სეზონის დიდი თუ არა, გარკვეული ნაწილი მაინც უცდება. 18 მილიონი ევრო და პლუს ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი, ხუმრობა საქმე ნამდვილად არაა...

ჯერჯერობით მხარეები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ჟურნალისტებმა იმდენად დეტალებში გვამცნეს შემდგარი გარიგების შესახებ, რომ რთულია არდაჯერება.

ამასობაში მედიას "იუვეს" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გაესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი "ინტერის" ბედს არ გაიზიარებს:

"ყველას გვახსოვს, თუ როგორ თამაშობდა "ინტერი" ჟოზე მოურინიოს დროს. სულ მოკლე პერიოდში კი იმ გუნდისგან აღარაფერი დარჩა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მწვერვალზე ასვლა რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთული სიმაღლის შენარჩუნებაა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ "ინტერის" ბედი არ გავიზიაროთ. ამისთვის კი თავდადებული შრომა და ჭკვიანური გადაწყვეტილებებია საჭირო.

სატრანსფერო ფანჯარა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან გუნდს გადახალისება სჭირდება. ახალი ფეხბურთელები ახალი მოტივაციით მოვლენ და სწორედ ეს დაგვეხმარება პრობლემების თავიდან აცილებაში"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკა ტონის რჩევა სტევან იოვეტიჩს: არ იფიქრო "არსენალზე"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ჯოვინკოს რაღას დაატარებენ წინ და უკან,ჯერ იჯარით გაუშვეს,მერე გაყიდეს და სეზონის დამთავრებისთანავე იყიდეს ისევ,ეხლა უშვებენ.თუ ეს ინფორმაცია გამართლდა ყველანაირად მოგებული დარჩება ფიორე,იოვეტიჩი ნაღდად არ ღირს ამდენი,თან როგორც სტატიასი წერია ტრამვებთან ძალიან მეგობრობს
.....
15:19 29-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული