ფედერკალჩო სუპერფინალში მონაწილე გუნდებს აძლევს იმის საშუალებას, რომ თამაშის ადგილი თვითონვე შეარჩიონ. თუ წინა წლებში გუნდები იოლად თანხმდებოდნენ, ამჯერად "იუვენტუსს" და "ლაციოს" საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ.
რომაული კლუბის მესვეურებს დიდი სურვილი აქვთ, რომ თამაში ისევ პეკინში გაიმართოს, რადგან აზიურ ბაზარზე პოპულარიზაცია ნებისმიერი კლუბისთვის საშური საქმეა. შესაბამისად, "ბიანკოჩელესტეს" მესვეურებს შანსის ხელიდან გაშვება არ სურთ.
სამაგიეროდ, ტურინელებს აქვთ სხვა გეგმები და რომაელებს ჩრდილოეთ
ამასობაში კომპრომისული ვარიანტით არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაცია გამოვიდა და იტალიურ გუნდებს დუბაიში პაექრობა შესთავაზა. დუბაის ვარიანტი ფედერკალჩომ მოიწონა და გუნდებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ერთი ეგაა, რომ ასეთ შემთხვევაში, თამაში დეკემბერში უნდა შედგეს და არა აგვისტოში, როდესაც არაბეთში ტემპერატურა გაუსაძლისად მაღალია. ფედერკალჩო მზადაა, სუპერთასის პაექრობა დეკემბერში გადაიტანოს და სიტყვა უკვე კლუბებზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"