ანდრეა პოლი "მილანში" გადადის

AutoSharing Option
გენუის "სამპდორიამ" დაადასტურა, რომ ანდრეა პოლის თაობაზე "მილანთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"სამპდორიას" სპორტულმა დირექტორმა კარლო ოსტიმ განაცხადა, რომ 23 წლის ნახევარმცველის თაობაზე "მილანთან" მოლაპარაკება თითქმის ბოლო სტადიაზეა.

"ჩვენ საკმაოდ შორს წავედით "მილანთან" პოლის ტრანსფერზე მოლაპარაკებისას. ეს საკითხი ცოტა ხნით შეფერხებული იყო მათი მწვრთნელის საკითხის გაურკვევლობის გამო, მაგრამ ახლა ტრანსფერს ხელს აღარაფერი უშლის", - განაცხადა ოსტიმ.

პოლის ახლანდელი კონტრაქტი გენუურ კლუბთან 2014 წლამდეა. ამიტომაც "მილანს" ის არცთუ ძვირად ერგება - 6,5 მილიონ ევროდ.

ასევე იხილეთ:
"მილანი": ამბროზინი წავა, პოლი მივა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული