პსჟ-მ ერნანესზე მოლაპარაკება დაიწყო

AutoSharing Option
ერნანესი "ლაციოში" 2010 წლის ზაფხულს გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.

გასულ სეზონში ლიდერობა იტვირთა და რომაული გუნდის წარმატებებში ლომის წილი დაიდო. 28 წლის შემტევი ამჟამად ბრაზილიაშია და კონფედერაციათა თასზე ასპარეზობს, მისი ბედი კი ევროპაში ირკვევა.

ერნანესის გადაბირებით ფრანგული პსჟ დაინტერესდა, მოლაპარაკება კი უახლოეს დღეებში დაიწყება - ამის შესახებ რომაული კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ განაცხადა:

"პარიზელებმა მოლაპარაკების დაწყება შემოგვთავაზეს, რაზეც თანხმობა ვუთხარით. მართალია, ერნანესი ტრანსფერზე არ დაგვიყენებია და ზოგადად, მისი შენარჩუნება გვსურს, მაგრამ მოლაპარაკებას წინ არაფერი
უდგას. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიური კავშირი გვექნება თავად ფეხბურთელთან და მას თითოეულ ნიუანსს გავაგებინებთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი თვითმიზანი ერნანესის გასხვისება არაა - უბრალოდ, პსჟ-ი
ს დარ კლუბთან მოლაპარაკებაზე უარის თქმა დიდი სისულელე იქნებოდა. მით უმეტეს, ფრანგულ გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომელთა ხილვაც "ლაციოში" გვსურს".

ერნანესმა გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი მიითვალა აქტივში. იტალიურ სპორტულ ჟურნალისტთა მტკიცებით, ფრანგები "ლაციოს" მესვეურებს ბრაზილიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს შესთავაზებენ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"პარი სენ-ჟერმენში" კარლო ანჩელოტის ჩანაცვლება გუუს ჰიდინკით სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული