"სანტოსის" ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა თქვა, რომ მოლაპარაკება თვეები გრძელდებოდა და მხარეები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ.
"სანტოსი" მიიღებს 4 მილიონ ევროს, ინგლისური ფირმა "დოიენ სპორტსი" (რომელიც ფეხბურთელის უფლებების 50%-ს ფლობს) 3,8 მილიონ ევროს. ამის გარდა, "სანტოსს" ფელიპე ანდერსონის მომავალი ტრანსფერიდან 25% ერგება.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე ანდერსონი ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
ასევე იხილეთ:
მომავლის კოპა ამერიკა