რომის "ლაციომ" ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყიდა

AutoSharing Option
"სანტოსის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი კარიერას რომის "ლაციოში" განაგრძობს. ამის შესახებ ოფიციალურად ბრაზილიურმა კლუბმა გამოაცხადა.

"სანტოსის" ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა თქვა, რომ მოლაპარაკება თვეები გრძელდებოდა და მხარეები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ.

"სანტოსი" მიიღებს 4 მილიონ ევროს, ინგლისური ფირმა "დოიენ სპორტსი" (რომელიც ფეხბურთელის უფლებების 50%-ს ფლობს) 3,8 მილიონ ევროს. ამის გარდა, "სანტოსს" ფელიპე ანდერსონის მომავალი ტრანსფერიდან 25% ერგება.

შეგახსენებთ, რომ ფელიპე ანდერსონი ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

ასევე იხილეთ:
მომავლის კოპა ამერიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული