გადაწყდა: იტალიის სუპერთასი რომში გაიმართება

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ იტალიის სუპერთასის პაექრობა 18 აგვისტოს რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

აქვე ვთქვათ, რომ აღნიშნულ პაექრობაში ერთმანეთის პირისპირ "ლაციო" და "იუვენტუსი" წარსდგებიან. თავიდან, სწორედ ეს გუნდები ცდილობდნენ მატჩის ადგილის განსაზღვრას, მაგრამ შეთანხმებას ვერაფრით მიაღწიეს - რომაელები პეკინს ანიჭებდნენ უპირატესობას, ტურინელები კი ამერიკას, ან კანადას. "ლაციოს"

მესვეურთა მოტივაცია ის გახლდათ, რომ მატჩის ჩინეთში ჩატარების სანაცვლოდ, აზიელები ორივე კლუბს 6-6 მილიონ ევროს ჰპირდებოდნენ, "იუვენტუსს" კი აგვისტოში ჩრდილოამერიკული ტურნე აქვს დაგეგმილი
და ამდენ ფრენას, "ბიანკოჩელესტეს" თავისთან დაბარება ერჩივნათ.

მოკლედ, შეთანხმება არ შედგა და საქმეში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერია. თამაში ან რომში უნდა ჩატარებულიყო, ან ტურინში, ანაც ნეიტრალურ მოედანზე, მილანში. უპირატესობა თითქოს "სან სიროს" ენიჭებოდა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი რომზე შეჩერდა. ამრიგად, იტალიის სუპერთასის პაექრობაში "ლაციომ" საკუთარი მოედნის უპირატესობა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სად გათამაშდება იტალიის სუპერთასი - "იუვენტუსი" და "ლაციო" ვერ თანხმდებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული