27 ივნისს, სიცილიური გუნდის ლიდერი, 34 წლის ფაბრიციო მიკოლი იტალიის სამართალდამცავმა ორგანიებმა დაკითხვაზე დაიბირეს და მთელი ხუთი საათი კითხვებს უსვამდნენ. ერთი ხანობა, ისიც კი ითქვა, რომ ფაბრიციო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ტყუილი გამოდგა. მიკოლის კვლავაც ემუქრება დაკავების საშიშროება და წესით, უსაფრთხოდ არ უნდა გრძნობდეს თავს.
სამართალდამცავებს ეჭვი
სამართალდამცავებმა ისიც დაადგინეს, რომ თურმე მიკოლის მეგობრული ურთიერთობა აქვს უკვე განადგურებული დაჯგუფების, "კოზა ნოსტრას" ყოფილი ლიდერის ვაჟთან, მაურო ლაურიჩელასთან, რომელიც რამდენჯერმე ნასამართლევია და პოლიციის მუდმივ კონტროლში იმყოფება. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ნიუანსი, რომლის მიხედვითაც მიკოლი ლაურიჩელას სხვა კუთხითაც დაეხმარა - ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის უფროსთან მეგობრული კავშირი გამოიყენა და ცნობილი მაფიოზის შვილს ისეთი სიმ-ბარათის აღებაში დაეხმარა, რომელიც არ ისმინებოდა.
მიკოლის წარსულში გაკეთებული ფრაზაც ამოუქექეს, რომელსაც თავის დროზე დიდი ყურადღება არ მიექცა - ფეხბურთელმა "კოზა ნოსტრასთან" მებრძოლი, ლეგენდარული კომისარი ჯოვანი ფალკონე გააკრიტიკა და მას ნაგავი უწოდა. მოკლედ, ფაბრიციომ შარში გაყო თავი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფაბრიციო მიკოლის ნაკრებზე გული წყდება