"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელები უკვე შეუთანხმდნენ თავად ფეხბურთელს და კალეხონმა მზადყოფნა გამოთქვა, კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს. ტრანსფერს წინ მხოლოდ "რეალთან" შეთანხმება უდგას და ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები...
მადრიდელები ხოსეს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ, ნეაპოლელები კი მზად არიან, ესპანელთა ბიუჯეტში 7.5 მილიონი გადარიცხონ. წესით, მხარეები მარტივად უნდა შეთანხმდნენ, რადგან თვითონ ფეხბურთელს სწორედ იტალიის
ბრაზილიელი მეკარე ნეაპოლში
"ნაპოლის" ბანაკში კიდევ ერთი სიახლეა - უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდის ღირსებას რაფაელ კაბრალი დაიცავს. აქვე აღვნიშნოთ, რომ რაფაელი "სანტოსის" მეკარეა და ნეაპოლში სწორედ ამ გუნდიდან გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი მხოლოდ 23 წლისაა, "სანტოსის" შემადგენლობაში 114 მატჩი აქვს ჩატარებული. რაფაელი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გამოიძახეს და სამუნდიალე განაცხადში მოხვედრის რეალური კანდიდატია. ნეაპოლელები მის სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს გადაიხდიან, კონტრაქტის გაფორმებას კი წინ მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უდგას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ნაპოლი" "რეალის" ნახევარმცველ ხოსე კალეხონში 10 მილიონ ევროს იხდის