30 წლის ნახევარმცველი "ბოლონიას" ლიდერად ითვლება და ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობს, რამაც მის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაზარდა... უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს თავად დიამანტისაც და ტურინული ვარიანტი მისთვისაც მისწრებაა, მით უმეტეს რომ არაერთი უცხოური შეთავაზების მიუხედავად, ფეხბურთელს იტალიის დატოვება არ სურს:
"დასამალი არაა, რომ ალესანდრო დიამანტის გადაბირებით დაინტერესებულნი ვართ და ბოლონიელ კოლეგებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი
არაა გამორიცხული, ალესანდროს სანაცვლოდ "ბოლონიაში" პაოლო დე ჩელიე და ფრედერიკ სორენსენი გავუშვათ. დიამანტის მიმართ "მილანის" მესვეურებმაც გამოხატეს ინტერესი და მძაფრ კონკურენციაში გვიწევს მუშაობა. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს" - განაცხადა "ვეკია სენიორას" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.
ამასობაში, პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ემანუელე ჯაკერინი მომდევნო სეზონიდან ინგლისურ "სანდერლენდში" ითამაშებს. პრემიერლიგის ბინადარმა 30 წლის შემტევში 8 მილიონი ევრო გადაიხადა - შესაძლოა, დიამანტი სწორედ ჯაკერინის შემცვლელად მოიაზრება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ემანუელეს ტურინულ გრანდში ნაკლებად ენდობოდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე