ლიონელ მესი და ჯანლუიჯი ბუფონი რომის პაპს ესტუმრნენ [VIDEO]

AutoSharing Option
14 აგვისტოს არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რომში იტალიის ნაკრებთან ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მატჩის წინ იტალიისა და არგენტინის ნაკრებების კაპიტნები ლიონელ მესი და ჯანლუიჯი ბუფონი, ორივე ნაკრების მთელ შემადგენლობასთან ერთად, ვატიკანში პაპმა ფრანცისკმა მიიღო.

მესიმ თანამემამულე პონტიფიკს საჩუქრად ზეთისხილის ხე გადასცა. პაპმა ორივე გუნდი დალოცა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.

რომის ახალი პაპის დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი ცნობილი ფაქტია. შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ამჯერად არჩევანის გაკეთება უჭირს და არ იცის, რომელ გუნდს უგულშემატკივროს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: იტალიისა და არგენტინის ნაკრებთა თამაში მართლა ამხანაგური იქნება

მარიო ბალოტელი: იმედია, რომის პაპი დაბადების დღეს მომილოცავს
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ არხზე შეიძლება ამ თამაშის ყურება?
ბიძინა
16:12 14-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული